Breaking News
Home / მთავარი სიახლე / იმერეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

იმერეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

იმერეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს. მხარის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ პირველ მოადგილედ ზვიად შალამბერიძე წარადგინა. იგი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კურირებას გაუწევს ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ქონებრივი საკითხები.

ზვიად შალამბერიძე დღემდე შპს ,,ფრეგოს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ვიცე-გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა როცა ამ თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გრიგოლ დალაქიშვილი წავიდა.

კომენტარები

Powered by themekiller.com