ჩინეთში, ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

992 წაკითხვა

ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია, რომელსაც ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე ახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა.

ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.

ცნობისათვის, ჩინეთმა იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.

Next Post

„ზოგიერთი ბრიყვი ქართველის საყურადღებოდ!“ - შოთა აფხაიძე 

ხუთ აგვ 13 , 2020
992 წაკითხვაზოგიერთი ბრიყვი ქართველის საყურადღებოდ! ვინც ლუკაშენკოს დამხობის სცენარს უჭერთ მხარს , ან ლიბერალიზმის უკურნებელი სენი შეგეყარათ , ან კიდე უგუნურები ხართ ! როდის უნდა დავიწყოთ საღად აზროვნება ? როდის უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან ? ფაქტია რომ ბელორუსში რეალურად არის გარკვეული პრობლემები , რაც იწვევს მოსახლეობის ნაწილის უკმაოფილებას , მაგრამ არა ისეთი პრობლემები რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო , […]