„ზოგიერთი ბრიყვი ქართველის საყურადღებოდ!“ – შოთა აფხაიძე 

2,062 წაკითხვა

ზოგიერთი ბრიყვი ქართველის საყურადღებოდ! ვინც ლუკაშენკოს დამხობის სცენარს უჭერთ მხარს , ან ლიბერალიზმის უკურნებელი სენი შეგეყარათ , ან კიდე უგუნურები ხართ ! როდის უნდა დავიწყოთ საღად აზროვნება ? როდის უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან ? ფაქტია რომ ბელორუსში რეალურად არის გარკვეული პრობლემები , რაც იწვევს მოსახლეობის ნაწილის უკმაოფილებას , მაგრამ არა ისეთი პრობლემები რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო , მაგალითად მასიურად ხალხის კვლა და ქვეყნის ნგრევა! ბელორუსის პრობლემები არის იმ რეგიონისთვის სპეციფიური , რაც გამოწვეული ძირითადად გარე ფაქტორებით , სადაც ერთანეთთან ისტორიულად კონფრონტაციაში შედის კათოლიკური პოლონურ- ლიტვური და მართლმადიდებლური – რუსული სამყარო , ამას დღეს ემატება კომუნისტური ჩინეთის ფაქტორი და რუსულ – ამერიკული ტრანსნაციონალური ოლიგარქიური წრეების ჭიდილი სოციალისტურ ბელორუს – ჩინეთთის ალიანსთან! მაგრამ მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი მიზეზებისა, არავის აქვს უფლება დაამხოს კანონიერი ხელისუფლება, მითუმეტეს ლუკაშენკოს ხელისუფლება ნამდვილად არა არც ტირანია არც დესპოტიზმი!
ლუკაშენკო ის პიროვნება, რომელმაც არ ცნო ეწ . სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ამ ნაბიჯით მან ფაქტიურად გადაარჩინა საქართველო, მას რომ ეცნო ამ კონფლიქტური ტერიტორიების სუვერენიტეტი , შედეგად მივიღებდით ათეულობით ქვეყნის მიერ ანალოგიურ ცნობას! ასე რომ დააყენეთ ერთი ადგილი და ჭკუას მოუხმეთ!

შოთა აფხაიძე 

Next Post

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ხუთ აგვ 13 , 2020
2,062 წაკითხვასაქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.