„ჯარისკაცმა, რომ იარაღი არ უნდა დააგდოს, ამას მეთაური არ სჭირდება, ეს არის ღირსების საკითხი“ – ერთი ჯარისკაცის თვალით დანახული 2008 წლის ომი

349 Views

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დღემდე უამრავ კითხვის ნიშნებს აჩენს თითოეული ადამიანისთვის, მათთვის, ვისაც ქვეყნის ბედი ნამდვილად ადარდებს და საკუთარი კეთილდღეობისთვის, ქვეყნის ბედით არსოდეს უვაჭრია. პირველი კითხვა – ვინ დაიწყო ომი? – ჩვენი პასუხია- რუსეთმა. შეიძლებოდა თუ არა რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება? – პასუხი ერთმნიშვნელოვანია – შეიძლებოდა, იმ შემთხვევაში თუ ამ ომში ორმხრივი ინტერესები არ იდო, რაზეც ასევე პასუხებია საჭირო.

პოლიტოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ამ და კიდევ სხვა მრავალ კითხვას პასუხი არც დღეს და არც უახლოეს მომავალში არ გაეცემა. ეს თემა თავის ობიექტურ მკვლევარებს ელოდება, არა კონიუქტურულ ექსპერტებს, და პოლიტიკოსს, არამედ მეცნიერულ მკვლევარებს, მათი დრო კი ჯერ არ მოსულა. 12 წელი ობიექტური ფაქტების დადგენისთვის ძალიან ცოტა დროა. აუხლოესი ათწლეულები, ყოველთვის სუბიექტური ფაქტორებით იქნება გაჯერებული. ასე, რომ ჭეშმარიტების დადგენისთვის ჩვენს თაობას სიცოცხლის წლები უბრალოდ არ ეყოფა, ეს შეფასება მომავალი თაობებისთვისაა. მანამდე კი, ერთი რიგითი ჯარისკაცის თვალით დანახული 2008 წლის ომი, და შემდგომი წლები. 

ქვეყანა, რომელიც მუდმივად საომარ მდგომარეობაში იმყოფება მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს და აგრესიულ ქვეყანასთან, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არაერთი ომი და სისხლიანი დაპირისპირება გაიარა, წესით, ჯარისკაცი და შემდგომ უკვე ღვაწლმოსილი ვეტერანი, ერთ-ერთ საპატივცემულო კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ წერილში არ გავაგრძელებთ ვეტერანების პრობლემებზე საუბარს, თუმცა, ისიც საკმარისია, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვეტერანების თემა უბრალოდ დროის დაკარგვად მიაჩნია, 22 ლარიანი პენსია კი სამართლიანად, იქ უკვე ყველაფერია ნათქვამი. ხელისუფლებები ვეტერანების პრობლემებს არ წყვეტენ, ისინი ძირითადად წინასაარჩევნოდ, ან ვეტერანების პროტესტის შესაჩერებლად იძლევიან დაპირებებს, რომელიც ყველამ ვიცით, რომ არასოდეს შესრულდება, ხელისუფლებები მართავენ ვეტერანთა მასებს, სამწუხაროდ, რაც არ უნდა მძიმედ მოსასმენი იყოს ისევ ვეტერანების, ან მათთან დაახლოვებული პირების ხელით, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ახლა კი, ახალგაზრდა ვეტერანი, რომელმაც საერთაშორისო მისიების გარდა 2008 წლის ომიც გამოიარა, დღეს ისიც ვეტერანთა დაუფასებელ და სახელმწიფოსგან მიტოვებულ მასას შეუერთდა. რატი გიორგაძე, დღეს  „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობ“ – ის ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობს:

რატი გიორგაძე: პირველი, რაც მინდა, რომ ვთქვა, ცეცხლი ცხინვალიდან გაიხსნა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღემდე ჰგონია, რომ ცეცხლი პირველად ქართული მხრიდან გაიხსნა. ჩვენი ბატალიონი სოფელ კარალეთთან დაბანაკდა. ბატალიონიდან 80 კაცი შეგვარჩიეს და წავედით ზემო ფრისის მიმართულებით. ბატალიონის მეთაური იყო გელა ჭედია, რომელიც ამ ომში გმირულად დაიღუპა. პირველად გავიარეთ რუსების საგუშაგო, შემდეგ ზემო ფრისში ავიღეთ ოსების საგუშაგოსთან მცირე ბრძოლით. უკვე ცხრაში გამთენიისას, თამარაშენის მიმართულებიდან წამოვიდა მტრის დიდი კოლონა რის შემდეგაც დაიწყო ინტენსიური შეტაკებები. ხუთი კაცი დაგვეღუპა, გვყავდა დაჭრილები, მეთაურიც თავში მძიმედ იყო დაჭრილი, კომუნიკაციის არარსებობის გამო, იმის გამო, რომ ბრძოლის ველიდან ვერ გამოვიყვანეთ გელა ჭედია დაგვეღუპა.  მხოლოდ საღამოს მოვახერხეთ ალყის გარღვევა და გამოსვლა. 

დღეს შენ ფორმა აღარ გაცვია, რატომ?

იმის შემდეგ მოხდა ის, რამაც ამიცრუა გული ბევრ რამეზე. კარალეთში იყო სრული ქაოსი, დეზორგანიზაცია, ეყარა უამრავი შეიარაღება. არ იყო კოორდინირებული მუშაობა, არ არსებობდა კავშირგაბმულობა, რუსულმა ავიაციამ კი საბოლოოდ თავდაყირა დააყენა ყველაფერი.  
ჯარისკაცმა რომ ფორმა არ უნდა გაიხადოს და იარაღი არ უნდა დააგდოს, ამას მეთაური არ სჭირდება, ეს არის ღირსების საკითხი. 

სამხედრო სამსახური დავტოვე 2011 წელს, როდესაც  ჩამოვედი ავღანეთიდან ახალაიას მინისტრობის დროს. მე უკვე თავს ვეღარ ვგრძნობდი ჯარისკაცად, მე ვიყავი პატიმარი უფლებების გარეშე, კონტრაქტის დამთავრებამდე სამი თვე მქონდა დარჩენილი.

და რა ხდება დღს, როგორია ვეტერანის ამპლუაში ყოფნა?

მე დღეს ვარ ვეტერანი და მაქვს 22 ლარი პენსია. ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ რა მიდგომა აქვს ვეტერანს, მებრძოლს, ჯარისკაცს სახელმწიფოს მხრიდან. მე ამ პენსიას არ ვიღებ, იმიტომ რომ მაქვს პროტესტის გრძნობა, სახელმწიფომ ამ თანხად შეაფასა თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლე, ამიტომ ვთქვი უარი ამ ყველაფერზე. მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც ჩემს სამშობლოს დასჭირდება, ჩემ ვალს კიდევ ერთხელ პირნათლად მოვიხდი. 

აფხაზეთის ომის ვეტერანებს არ მიეცათ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის საშუალება, თუ რატომ მიიღო ეს მაშინდელმა ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება ეს ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ, როგორ ფიქრობ, რა შეიცვლებოდა ჩვენი ვეტერანების ომში ჩართვით?

ჩემთვის დღემდე გაუგებარია მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, როდესაც აფხაზეთის ომის ვეტერანებს არ მისცეს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის უფლება. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო იყენებს რეზერვისტებს, და არაერთგზის ბრძოლებში გამოცდილ ადამიანებს არ აძლევს იარაღს, ეს კიდევ უფრო ბევრ ეჭვს და კითხვის ნიშნებს აჩენს. იმ ხალხმა ბრძოლა სისხლზე ისწავლა, რასაც ვერ ვიტყოდი საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ ჯარისკაცებზე, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ რეალურ ბრძოლაში, ამ ომში დაიღუპა ბევრი გამოუცდელი ახალგაზრდა. იმ ხალხს ჰქონდა უდიდესი გამოცდილება, შემართება, რაც მაშინდელმა მთავრობამ სამწუხაროდ უყურადღებოდ დატოვა.  აფხაზეთის ვეტერანების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვით, რა თქმა უნდა საბოლოო სურათი და შედეგები ვერ შეიცვლებოდა, მაგრამ ბრძოლა იქნებოდა გაცილებით მძიმე, და ღირსეული, ცეცხლის ხაზიდან გამოსულებს არ დაგვხვდებოდა უამრავი იარაღი და სამხედრო ფორმა ძირს დაყრილი, აღარ გვეყოლებოდა გაქცეული ჯარისკაცები და შეშინებული რეზერვისტები, ბავშვები, რომლებმაც იარაღი პირველად ორიოდე დღის წინ დაიჭირეს პირველად ხელში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ბაჩალიაშვილის სოცქსელებიდან წაშლილი ყველა ინფორმაცია აღდგება – აშშ-დან პასუხი მოვიდა

პარ აგვ 14 , 2020
349 Viewsთა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­და­ნაა წაშ­ლი­ლი, აღ­დგე­ბა. რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბი­დან უკვე მი­ი­ღეს. მისი თქმით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. „ეს არ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა. იგეგ­მე­ბა ხში­რი კონ­ტაქ­ტი. იყო სა­უ­ბა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩა­ერ­თვე­ბი­ან უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. ის აპა­რა­ტუ­რა გვექ­ნე­ბა, […]

mediapress.ge@gmail.com