სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

სინოპტიკოსები თბილისში ძლიერ ქარს ვარაუდობენ

1 min read

5 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს.

„თბილისში 1 აპრილს უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 2 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, დღეს თბილისში თოვს.

„ხვალ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულებით ქარი. თბილისში, გარეუბნებში შესაძლებელია ქარის სიჩქარე 20-25 მ/წმ-მდე გაიზარდოს“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

ipn.ge

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ