სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების მსურველთა მიმართვიანობა დაბალია

1 min read

დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის.

როგორც „პირველს“ საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, 11:00 საათის მონაცემებით, სქემის დატოვების მსურველთა რიცხვი მცირეა და მომსახურება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი მოქალაქეებს შეუძლიათ გადაამოწმონ საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ პირად პროფილზე.

პირად პროფილზე შესასვლელად დასჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღონ, შემდეგ კი შევიდნენ მოცემულ ბმულზე https://agency.pensions.ge/ge/logi
თუ მოქალაქეს ორი დამსაქმებელი ჰყავს, პირად გვერდზე შესასვლელად ორი პაროლი დასჭირდება.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად (სქემის დატოვების თაობაზე) მხოლოდ ორი თვეა. ნებაყოფლობით ჩართული პირები თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვებენ სქემას, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ დარჩებიან.

განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული).

25 მარტის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 653 000-ზე მეტი ადამიანი არის ჩართული

pia.ge

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ