ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

911 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი 24 საათის განმავლობაში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40-წლამდე მამაკაცი.

Next Post

„ასეთი ფსიქიკის ადამიანები არ მინახავს“ - ნიკოლაიშვილი ნიკა გვარამიას ეთერს აფასებს

კვი აგვ 16 , 2020
911 წაკითხვა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, გამოეხმაურა „მთავარ არხზე“, ნიკა გვარამიასა და მისი სტუმრის, ბაჩანა ლობჟანიძის მიერ, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ გავრცელებულ ვერსიებს და განაცხადა, რომ მსგავსი რამ, მას არ უნახავს, როდესაც გარდაცვლილზე ასეთი ტიპის საუბრები საჯაროდ გამართულიყო. მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა მიცვალებულის მიმართ ერთგვარი დისტანცირება, როდესაც გარდაცვლილზე ან კარგს ამბობდნენ, ან […]