„ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი, ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ამ ყველაფერს წერტილს“ – მიხეილ სააკაშვილი

1,393 წაკითხვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა.

როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ქვეყანაში სრული განუკითხაობა და დიდი საშიშროებაა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ხალხს და ქართველ ახალგაზრდობას გასაჭირში არ მიატოვებს.

„ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი და ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს. ბოლო წლებში დაირღვა მთავარი რაღაც, რაც იყო ჩვენი, პირადად ჩემი მონაპოვარი, რომ მშობლებს არ ეშინოდათ თავისი შვილების გარეთ გაშვება. საქართველო ივანიშვილმა 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა, სადაც მან ფული გააკეთა, სადაც ადამიანის ცხოვრება არაფერი ღირდა. ამდენი გაუჩინარება, ამდენი გამოუძიებელი მკვლელობა, ამდენი გაყალბება, დაწყებული ეროსი კიწმარიშვილიდან, შემდეგ ხორავას ქუჩის საქმე და უამრავი სხვა, ეს რაც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და არც მოდის ხალხის ყურამდე.

სრული განუკითხაობა და დიდი საშიშროებაა ქვეყანაში. ნარკოტიკებმა წალეკა ახალგაზრდები, დაუსჯელობის სინდრომმა გაუხსნა კრიმინალებს ხელი და ეს ყველაფერი წახალისებულია ივანიშვილის, გახარიას და ამ ბანდის მიერ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაჩერებელია. ეს მკვლელი, მანიაკი არის შესაჩერებელი.

პირადად არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას გასაჭირში. ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ამ ყველაფერს წერტილს. ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლეს, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ გენოციდს“, – აცხადებს სააკაშვილი.

იპნ

Next Post

რუსთავში, 73 წლის ქალმა ახალგაზრდები ცულით დაარბია – (ვიდეო)

ორშ აგვ 17 , 2020
1,393 წაკითხვარუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, ერთ-ერთ კორპუსთან ინციდენტი მოხდა. ღამით ახალგაზრდების ხმაურით შეწუხებულმა ქალმა მათი შეკრების ადგილი პატარა ცულის საშუალებით დაარბია, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო მობილიზებული. როგორც „ინფო რუსთავს“ ქალმა უამბო, მისი საცხოვრებელი ბინის გვერდით ავტომომსახურების ცენტრია, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალგაზრდები შუა ღამემდე არიან შეკრებილები და ხმაურობენ. „მთელი თვე ვეხვეწები, რომ 10 საათზე დაკეტეთ და დაგვაძინეთ. აქედან […]

შესაძლოა მოგეწონოთ