შაბათის შუადღის ოთხივე წამყვანმა, ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა, რუსთავი 2 დატოვეს. ამის შესახებ გადაცემის განცხადებაშია აღნიშნული.
„სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება.”- აცხადებენ გადაცემის წამყვანები.
ასევე რუსთავი2 დატოვეს გადაცემა კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ლევან ბუთხუზმა, ლევან ღამბაშიძემ და სალომე დადუნაშვილმა, მეოთხე წამყვანი ეკა კვესიტაძე კი სამსახურიდან გენერალურმა დირექტორმა გაათავისუფლა.