„ახალ­გაზ­რდე­ბი ჰა­ერ­ზე გა­ვიდ­ნენ, მტკვრის მო­ა­ჯირ­ზე ის­ხდნენ და…“ – რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება

2,206 წაკითხვა

15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, „დე­და­ე­ნის ბაღ­ში“ მდე­ბა­რე „ბა­უ­ჰა­უს ბა­რის“ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი – გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მათი კვა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან და­ი­კარ­გა. ბა­რი­დან გას­ვლამ­დე, ახ­ლა­გაზ­რდებ­მა სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი – ხელ­ჩან­თე­ბი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ბარ­ში და­ტო­ვეს. შსს-მ აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ:

„ბა­უ­ჰა­უს ბა­რი­დან“ 2 ახალ­გაზ­რდის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში 15 აგ­ვის­ტოს და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და. პო­ლი­ცი­ამ ახალ­გაზ­რდე­ბის ძებ­ნა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა კი 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს”.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამდღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, ბარ „ბა­უ­ჰა­უს” და­კარ­გუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ცხედ­რე­ბი მდი­ნა­რე მტკვარ­ში, ბა­რის სი­ახ­ლო­ვეს 17 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს – თავ­და­პირ­ვე­ლად გო­გო­ნას ცხე­და­რი ნა­ხეს, შემ­დეგ კი – ვა­ჟის. გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხედ­რე­ბი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სწავ­ლობს, რა ვი­თა­რე­ბა­ში დად­გა ეს უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი – ორი ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლი. შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ჯა­როდ არ ლა­პა­რა­კო­ბენ.

რა გახ­და ახალ­გაზ­რდე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი და ჰქონ­დათ თუ არა მათ სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ამას ექ­სპერ­ტი­ზა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ად­გენს.

ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ­დე ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ambebi.ge-სთან ჰყვე­ბო­და:

„ბაია ქუ­თა­ის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და დე­დას­თან ერ­თად და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ჩემი მე­გო­ბა­რი 28 წლი­საა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კარ­გი გო­გოა, სიმ­შვი­დი­სა და სით­ბოს გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ამ­დენ ხანს ახ­ლობ­ლებს არ ანერ­ვი­უ­ლებ­და. რო­გორც ვიცი, მათ შო­რის არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი და არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან”.

„ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლი. ჩემი ან­გე­ლო­ზი. ჩემო სულო, რო­გორ გავმწარ­დით. ჩემო ლა­მა­ზო ბაია, რო­გორ მიგ­ვა­ტო­ვე. რო­გორ გვი­ხა­რო­დი და გვე­ა­მა­ყე­ბო­დი“, – და­წე­რა „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე გარ­დაც­ვლი გო­გო­ნას დე­ი­დამ.

გარ­დაც­ვლი­ლი ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი ჰა­ერ­ზე გა­ვიდ­ნენ, მტკვრის მო­ა­ჯირ­ზე ის­ხდნენ და მდი­ნა­რე­ში იქი­დან გა­და­ვარ­დნენ. ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­ა­ჯი­რი­დან ჯერ ბაია გა­და­ვარ­და, მას გი­ორ­გიც გა­დაჰ­ყვა და გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, მაგ­რამ დი­ნე­ბამ ორი­ვე წა­ი­ღო…

ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბაც.

ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ჟის მამა მა­მუ­კა შა­ლამ­ბე­რი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. რო­გორც გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძეს, ასე­ვე ბაია ბე­რუ­აშ­ვილს მე­გობ­რე­ბი კარგ და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ.

ამბები

Next Post

„სითი მოლი“ ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

სამ აგვ 18 , 2020
2,206 წაკითხვა„სითი მოლი“აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იდგა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება მოხდა. „სითი მოლის“ შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა. „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. […]