„კორპუსთან მანქანა იდგა და კომპიუტერზე რაღაცას მუშაობდნენ“ – ახალი გარემოებები ბაჩალიაშვილის საქმეში

1,372 წაკითხვა

თამარ ბაჩალიაშვილის სახლიდან გამომძიებლებმა ინტერნეტის როუტერი წაიღეს, თუმცა რა ინფორმაციის მიღებას ვარაუდობს გამოძიება, უცნობია. ბაჩალიაშვილისმამა ვარაუდობს, რომ ინტერნეტის როუტერის ამოღება, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებამდე, მის საცხოვრებელ სახლთან შემჩნეულ მანქანას უკავშირდებოდეს. მისი განცხადებით, კორპუსის მიმდებარედ Toyota Camry-ის მარკის ავტომობილს ხედავდნენ ხოლმე, რომელშიც ორი მგზავრი, გოგო და ბიჭი, გვიანობამდე ისხდნენ და კომპიუტერით სარგებლობდნენ.

„მანქანა იდგა ხოლმე დიდი ხნის განმავლობაში აქ, ქემრის მარკის მანქანა. რაც ეს ამბავი მოხდა გაქრა, აღარ ჩერდება ის მანქანა აქ. შუაღამემდე იდგა ხოლმე აქ. როგორც გავიგეთ გოგო და ბიჭი ყოფილან, კომპიუტერზე რაღაცას მუშაობდნენ. სახლიდან არის 7-8 მეტრის დაშორება”, – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.  

პირველირადიო

Next Post

„ნახეთ, რა რეიტინგი ჰქონდა ივანიშვილის ხროვას“ - მაია ნადირაძე

ოთხ აგვ 19 , 2020
1,372 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ამავე პარტიის სიით ყოფილი დეპუტატი, მაია ნადირაძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს: „ორიოდ მოსაზრება IRI-ის კვლევაზე.  ჩემი ფრენდების უმეტესობა აღშფოთებულია ოპოზიციის დაბალი რეიტინგით. ხშირად მხვდება თვითგვემური შეფასებებიც. ის კი არა, რომ მე აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ამ კვლევებში ბევრი საინტერესო დეტალიცაა, რაზეც ბოლოს დავწერ, ახლა კი რა მინდა გითხრათ ამ და ასეთ კვლევებზე: როგორც ვხედავთ, ოპოზიციას აქვს […]