„ვურჩევ საზოგადოებას, პოპკორნი მოიმარაგოს, წინ სერიოზული სანახაობებია“ – ლადო სადღობელაშვილი

1,936 წაკითხვა

„მე მაქვს განცდა, რომ ლელო, პარლამენტში შესვლისთანავე დაიშლება და ისინი გადანაწილდებიან“- აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი:

„არ არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს უმცირესობაში. დღეს ისეთი მოცემულობაა, რომ “ქართულ ოცნებას” ჰყავს პრაქტიკულად ორი დამხმარე რგოლი, ლელო და პატრიოტთა ალიანსი. ალიანსი არასდროს არ დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“ და ყოველთვის იქნება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგი.

ხომ ნახეთ, ლელო არ შევიდა გაერთიანებულ ოპოზიციაში, საერთოდ არ ითანამშრომლა მათთან. ყველგან დაუყენა კანდიდატები. თუნდაც იგივე ვაკეში, ელენე ხოშტარიას, რომელიც ამას არ ელოდა.

სერიოზული სანახაობები წინ გველის. აგვისტოს თვეა, პოლიტიკურად მკვდარი თვეა. ჩვნ ყველანი ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრენი გავხდებით. არ არის გამორიცხული, რაღაცა საქმე გახსნან. ვიღაცეები დააკავონ.

ვურჩევ საზოგადოებას, პოპკორნი მოიმარაგოს. სექტემბერი-ოქტომბერი ძალიან სანახაობრივი პერიოდი იქნება. საინტერესო სერიალების მომსწრენი გავხდებით და დაველოდოთ ამ პროცესებს.

 

Next Post

თბილისში ტრანსგენდერი ქალები სცემეს

ხუთ აგვ 20 , 2020
1,936 წაკითხვა„მთავარის“ ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალების მიმართ მორიგი ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა გვიან ღამით თბილისში – არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ტრანსგენდერ ქალებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულები ამბობენ, რომ მამაკაცი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც მათ აღნიშნულ პირს მომსახურებაზე უარი უთხრეს. „ალია“

შესაძლოა მოგეწონოთ