ინაშვილი და თარხან მოურავი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ

2,135 წაკითხვა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ უპრობლემოდ გაიარეს ბლოკ საგუშაგოები, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ, მათ შორის საგუშაგო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი დგას.

ენგურის ხიდთან, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი სპეციალურმა მანქანამ მიაცილა. ორივე მათგანი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა ერთ ერთმა მოქალაქემ დაინახა.

„მთავარ არხს“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ყოფნას უდასტურებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებმაც  ენგურის ხიდიდან ორივე პოლიტიკოსი, განმუხურში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის “პარტიოტთა ალიანსის” ლიდერებმა განმუხური უკვე დატოვეს და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს „მთავარი არხი“ ვერ დაუკავშირდა, თუმცა მათი თანაგუნდელი გიორგი ლომია ამბობს, რომ თარხან მოურავი ახლა აჭარაშია. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას, ლომია არაფერს ამბობს.

 მთავარი არხი

Next Post

სალომე სამადაშვილის ბინა ირლანდიაში, ვალერი გელაშვილს – ვენესუელაში – რა ქონება აქვთ ქართველ დეპუტატებს

ხუთ აგვ 20 , 2020
2,135 წაკითხვაAMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბით, რომ­ლე­ბიც უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლო­ბენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ამ მხრივ აქვს პარ­ლა­მენ­ტარ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ წარ­მო­ად­გენს. გე­ლაშ­ვი­ლი ფლობს უძ­რავ ქო­ნე­ბას ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში. 1. 310.000 აშშ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი 165 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელს, მარ­გა­რი­ტის კუნ­ძულ­ზე. 2. 6.700.000 აშშ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ 52800 კვ.მ უძ­რავ ქო­ნე­ბას ასე­ვე მარ­გა­რი­ტას კუნ­ძულ­ზე. ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის […]