AMBEBI.GE დაინტერესდა, საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატების ვინაობით, რომლებიც უძრავ ქონებას ფლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია ამ მხრივ აქვს პარლამენტარ ვალერი გელაშვილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.
გელაშვილი ფლობს უძრავ ქონებას ვენესუელაში.
1. 310.000 აშშ დოლარად ღირებული 165 კვ.მ. საცხოვრებელს, მარგარიტის კუნძულზე.
2. 6.700.000 აშშ დოლარად შეფასებულ 52800 კვ.მ უძრავ ქონებას ასევე მარგარიტას კუნძულზე.
ვალერი გელაშვილის მეუღლე დანგუოლე გელაშვილს კი ლიეტუვაში, კერძოდ, ვილნიუსში აქვს 720 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი, რომელიც პარლამენტარის მეუღლემ 500.000 აშშ დოლარად შეიძინა.
დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს, რომელიც პარლამენტში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, საცხოვრებელი აქვს რუსეთში. მისი 53 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, ტუხაჩევსკის ქუჩაზე მდებარეობს. დეპუტატმა იგი 40.000 აშშ დოლარად შეიძინა. იგი ასევე არის 100.000 აშშ დოლარად შეფასებული 107 კვ.მ. საცხოვრებლის მეპატრონე მოსკოვში.
დეპუტატი რუსეთში ასევე ფლობს 200.000 და 5.000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებლებს.
რაც შეეხება ოპოცზიციონერ დეპუტატებს, ამ მხრივ ყველაზე საინტერესო დეკლარაცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრ კობა ნაყოფიას აქვს. პარლამენტარი ესპანეთში, კანარის კუძულებზე ფლობს 300 კვ.მ. საცხოვრებელს. (ესპანეთი, კანარის კუნძულები, ჩაიოფა, ვილა 11 ბ), რომელშიც ნაყოფიამ 50.000 აშშ დოლარი გადაიხადა.
მას უძარვი ქონება აქვს ასევე რუსეთი. მოსკოვში, კაშერსკოე შოსე #55- ში 55 კვ.მ ფართის ბინა, რაც ნაყოფიამ 56.000 აშშ დოლარად შეიძინა.
დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილს სახლი აქვს ირლანდიაში. 70 კვ.მ ფართის საცხოვრებელში მან 80 000 ევრო გადაიხადა.
ამბები