ჯაბა ხუბუასა და გიორგი გიგაურის მიმართვა მიმართვა ლევან ვასაძეს

1,209 წაკითხვა

ჟურნალისტების, ჯაბა ხუბუასა და გიორგი გიგაურის ღია მიმართვა ლევან ვასაძეს, რომელიც მის ბოლო ვიდეოში, გაზეთ “ასავალ-დასავალი”-ს შესახებ გაკეთებულ კომენტარს ეხება.

“გუშინ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც ერთობ უცნაურად, არასახარბიელოდ და გაუგებრად ახსენა გაზეთი ,,ასავალ-დასავალი”, ,,ქართული მარში”, ჯაბა ხუბუა და (შემდეგ მოყოლებულ ,,განმარტებით ვიდეოში”, შემინდეთ, გვარები ამერიაო) გიორგი გიგაური.

ლევან ვასაძის ამ ვიდეომიმართვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით ე.წ. ეროვნულ-კონსერვატიულ ფლანგზე!

ამიტომ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების წინ, ყოველგვარი განხეთქილებისა და ნაც-ლიბერასტული კლასტერის წისქვილზე წყლის უნებლიე დასხმის თავიდან ასაცილებლად, ლევან ვასაძეს საჯაროდ ვთავაზობთ:

არაუგვიანეს შაბათისა, მისსავე ტერიტორიაზე, პირდაპირ ეთერში, გაიმართოს ღია შეხვედრა:

ერთ მხარეს, ლევან ვასაძესა და იმ პირებს, რომელთა ენით მიტანილი ჭორი და სრული სიცრუე მან უაპელაციოდ გაიმეორა თავის ვიდეომიმართვაში, მეორე მხარეს კი, ,,ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებს ჯაბა ხუბუასა და გიორგი გიგაურს (,,ქართული მარშის” ერთ-ერთ ლიდერს) შორის!

ეს უნდა იყოს არა დებატები, არამედ ქართველ ღირსეულ ოჯახიშვილთა საჯარო შეხვედრა, სადაც ლევან ვასაძე განმარტავს, რა შუაში იყო მის ვიდეომიმართვაში ნაცლიბერასტებთან სამკვდრო-სასიცოხლო ომში ჩაბმული ასავალ-დასავალიც და ქართული მარშიც და რა კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე დაადანაშაულა მან ჯაბა ხუბუა, ათიოდე წლის წინ, ლევან გაჩეჩილაძეზე პუბლიკაციის ,,არცთუ უანგაროდ” გამოქვეყნებაში!

P.S. ბოლოს, საზოგადოებას, მოკრძალებით, ერთსაც შევახსენებთ:
,,ჩვენ დავმარცხდით იმიტომ, რომ ხალხმა დაუჯერა ასავალ-დასავალის პროპაგანდას!” – ეს მ.სააკაშვილის აღიარებითი ჩვენებაა ათამდე ტელეკამერის წინაშე, საქართველოდან გაქცევამდე რამდენიმე დღით ადრე, 2013 წლის 15 ოქტომბერს რომ გააკეთა…”– ნათქვამია მიმართვაში.

Next Post

„პირველ რიგში ჯერ სააკაშვილი უნდა ჩამოგეთრიათ - ასეთები ციხეში უნდა ლპებოდნენ“

პარ აგვ 21 , 2020
1,209 წაკითხვა„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, თეა ბარნაბიშვილი ფეისბუქში წერს: „პირველ რიგში ჯერ სააკაშვილი უნდა ჩამოგეთრიათ და დაგესაჯათ სათანადოდ ჩადენილი დანაშაულებისათვის, მერე ზედ მიგეყოლებინათ ყველა დანარჩენი, ახლა რომ ორმეტრიანი ენები აქვთ წამოგდებული და დღეს ამდენი ქაოსი და სიბინძურე არ იქნებოდა. ამათ ოპოზიცია კი არა, ქვეყნის დამაქცევარები ჰქვიათ. სახელმწიფოს რომ ძირს გამოუთხრი და მისი იმიჯის შელახვაზე იზრუნებ დღე და ღამ, ასეთები ციხეში უნდა […]