„კანონიერი ქურდები” თურქეთში სისხლისღვრისთვის ემზადებიან

2,721 წაკითხვა

ყველაზე გავლენიანი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი (ლოტუ გული) ქურდული სამყაროს „ბოსთა ბოსის“ ტიტულისათვის იბრძვის. იგი ერთის მხრივ აცხადებს, რომ „ქურდების ბოსი“ არ უნდა არსებობდეს და ამ ტიტულის დაუფლების შემდეგ იგი თანამოძმეებს „ძმურად“ მოექცევა, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ ამგვარი პოზიცია სალიფოვს კონკურენტების მოსაშორებლად სჭირდება. როგორც მოსალოდნელია „გული“ პირველ დარტყმას სოხუმელთა დაჯგუფებას და მის ლიდერს მერაბ ჯანგველაძეს მიაყენებს.კოლონიიდან განთავისუფლების შემდეგ “გული” თურქეთში დაფუძნდა და საკუთარი კლანის ფორმირება დაიწყო. თავიდან მან მოლაპარაკებები სოხუმელებთან დაიწყო, რომლებიც ადრე “როვშანთან” (როვშან ჯანიევი) იყვნენ. როვშანი 2016 წელს ზაფხულში მოკლეს. იგი პირველად ჰაჯიბაბა ტალიბხანლის, როცშანის მცველსა და ერთგულ თანამებრძოლსაც დაელაპარაკა. ერთი შეხედვით ორივემ დაივიწყა, რომ „გულის“ როვშანის მკვლელობაში ერთერთ მონაწილედ მიიჩნევდნენ. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ “გული” ერთერთ ყველაზე მდიდარ „კანონიერ ქურდად“ ითვლება.

ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ აზერბაიჯანელს აუცილებლად სჭირდებოდა რომელიმე „ძველი“ გავლენიანი ქურდის მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ასეთი მერაბ სუხუმსკი (ჯანგველაძე) იყო.

თუმცა, მოულოდნელად თურქეთის პოლიციამ ათამდე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენელი დააკავა, რომელ;თა შორისაც ზემოხსენებული ჰაჯიბაბა და როვშანის ძმა ნამიკ ჯანიევი იყვნენ. ისინი “გულის” ერთერთ ვილაზე თავდასხმას და იქ მყოფთა ამოხოცვას გეგმავდნენ, რომელთა შორისაც აზერბაიჯანელ ქურდთა ლიდერიც იყო.

„გულიმ“ ჰაჯის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ მას ეჭვი მერაბ ჯანგველაძეზეც გაუჩნდა, რადგან ის ამ თავდასხმის შესახებ საქმის კურსში უნდა ყოფილიყო.

“გულიმ” ვექტორები შეცვალა და კავშირები ახლა სოხუმელების მტრებთან გააბა. მათ შორის მერაბ ფიფიასთან, რომელიც არ ცნობდა მერაბს ქურდად. ასევე დაახლოვდა კუშნერთან და რაშიდ განჯელთან, რომლებიც მერების დიდი ხნის მტრები არიან. აქვე გაჩნდა სერგეი ჩაბანის (კიტაიეცი) ფიგურაც, რომელიც „ქურდად“ გელა ქარდავამ აკურთხა. შედახსენებთ, რომ შაქრო კალაშოვმა გელას „უფლებამოსილებები“ შეაჩერა და როგორც ჩანს, გელა ახლა ამ გზით ცდილობს მათ დაბრუნებას. არ განმორიცხავენ, რომ თურქეთში „კიტაიეცის“ გამოჩენის შემდეგ გელა ქარდავაც ჩამოვიდეს.

ყოველივე ამას შესანიშნავად ამჩნევს მერაბ ჯანგველაძე და მისი „სოხუმური კლანი“. ისინი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ, ხალხმრავალ ადგილებშ ფაქტიურად არც ჩნდებიან.

„კრიმინალური სამყაროს ექსპერტები“ აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კანონიერი ქურდები“ თურქეთში სისხლისღვრისთვის ემზადებიან.

ნიუპოსტი

Next Post

„როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“ – რა წერია შაქარაშვილის მოწმის ბოლო ჩვენებაში

ხუთ აგვ 20 , 2020
2,721 წაკითხვავრცელდება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქ­როს მოწ­მის გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა. გთავაზობთ ჩვენებიდან ამონარიდს, სადაც ამირხანაშვილი,  „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებს იხსენებს. ოქმი 2 აგვისტოთია დათარიღებული. „არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ […]