სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ნანა კოსტავამ თანამდებობა დატოვა

1 min read

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

მანამდე მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეპუტატის მიერ სიძულვილის ენით დაწერილი განცხადება გააპროტესტეს და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

დეპუტატმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე გამოქვეყნებული სტატუსის გამო ბოდიში  მოიხადა და დაწერა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.

მომხდარის გამო საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ