„ნარკოტიკს ყიდდა, მთელი საბურთალო მოწამლა თურმე… როცა გავიგე, კინწისკვრით გავაგდე“ – შალვა ნათელაშვილი

3,201 წაკითხვა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წელს, მისი პარტიის ყოფილმა წევრმა, სოსო შატბერაშვილმა, მისივე დავალებით 500 ათასი დოლარი შეინახა, რომელიც შემდგომ დაუბრუნა, კატეგორიულ სიცრუეს უწოდებს.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ შატბერაშვილი არაკეთილსინდისიერ საქმეებში იყო გარეული, ამის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ კი, მასთან 11 წლიანი თანამშრომლობა დაასრულა.

„თქვენს მიერ დასახელებული პიროვნება, აფთიაქის მფლობელი გახლდათ და თურმე ლიცენზია ჰქონდა ნარკოტიკების გაყიდვაზე და იმდენ ნარკოტიკს ყიდდა, მთელი საბურთალო მოწამლა თურმე… როცა გავიგე, კინწისკვრით გავაგდე, თქვენ ნუ მომთხოვთ წინასწარ პროგნოზირებას, ადამიანს რა მოუვა თავში და რა ეშმაკი შეუჩნდება… რა სისულელეა. არ გეკადრებათ, თქვენ ჟურნალისტის იმიჯს ინგრევთ ამით,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა პროკურატურის 2008 წლის განცხადება წაიკითხა, რომლის თანახმადაც, გამოძიების მასალების მიხედვით, 100 ათას დოლარზე მეტი, პროკურატურის მტკიცებით, ლეიბორისტული პარტიის წევრებს ისრაელის მოქალაქემ, ანატოლი მოტკინმა გადაურიცხა. შალვა ნათელაშვილი ამ თემას ტყუილს  და  პროკურატურას- ცილისმწამებლურ სტურქტურას უწოდებს.

„საქართველოს პროკურატურა ტყუილის, ცილისწამების და დამნაშავეთა დამფარავი მთავარი სტრუქტურა და ივანიშვილის პირსაბანია. სისტემა არ შეცვლილა შევარდნაძის შემდეგ, სისტემა იყო ერთპიროვნული, ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, რეკორდები მოხსნა უზნეობის, ყაჩაღობის და ყველაფრის,“ – ამბობს ნათელაშვილი.

რუსთავი 2

Next Post

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი

შაბ აგვ 22 , 2020
3,201 წაკითხვათამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, რომელიც თბილისის პროკურატურაში იმყოფება, აცხადებს, რომ ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი. ადვოკატი ახალ გარემოებაზე საუბრობს და გამომძიებლებს ხვდება. „ბოთლს, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა აღმოჩენილია დოქსილამინის და კარდოლაქსის წვეთები, რაც ნიშნავს, რომ ბოთლი გახსნილია და შიგნით არის მოთავსებული მედიკამენტი. თვითონ ეს დოქსილამინი ძალიან იშვიათი მედიკამენტია, როგორც ჩანს, მოხდა მედიკამენტის ბოთლში […]