ვინ არის? – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

973 წაკითხვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვას, რას ფიქრობ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე. მან დღეს ჟურნალისტის კითხვას შემდეგი პასუხი გასცა

– მიხეილ სააკაშვილმა გაკეთა განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თქვენი შეფასება როგორია?

– ვინ? ვინ არის?

– თქვენი შეფასება როგორია, მისცემთ თუ არა მოქალაქეობა?

– პასუხს მოგცემთ ახლავე, მე მინდა მოგილოცოთ მარიამობა, შეგეწიოთ მისი მადლი.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის დაშვებული შეცდომების გამო და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ამის შემდეგ, “ქართული ოცნება” საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე ირონიულად გამოეხმაურა წარწერით “Miha Hamodii”.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოსტს Facebook-ზე “ევროპული საქართველოც”  გამოეხმაურა. პარტია წერს, რომ თუ ამომრჩეველს წრეზე ტრიალი მობეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.

“ქართულმა ოცნებამ”, ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. “პიჯაკების საქმეც” – პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.

მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ “უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე” საუბრობდნენ.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:

სანდრო გირგვლიანის საქმეზე – თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე – ექვსწლიანი პატიმრობა.
მიმდინარე საქმეები:

7 ნოემბრის საქმე;
ე.წ პიჯაკების საქმე.
მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

Next Post

„ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვებს ეძინათ, შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო”

პარ აგვ 28 , 2020
973 წაკითხვადღეს თბილისში მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს. „პრაიმტაიმს“ მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი დეტალურად უყვება, როგორ გადაარჩინა მცირეწლოვნები. „ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე. იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდი, შუათანამ მითხრა, ჯერ […]