„ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვებს ეძინათ, შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო”

1,208 წაკითხვა

დღეს თბილისში მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს.

„პრაიმტაიმს“ მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი დეტალურად უყვება, როგორ გადაარჩინა მცირეწლოვნები.

„ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე.

იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდი, შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო. კიბეებზე, რომ ჩამყავდა ველაპარაკებოდი, რომ არ შეშინებოდა.

ბავშვებმა გვითხრეს გვეძინა, როცა ცეცხლი გაჩნდაო. სავარაუდოდ მეზობლებმა დარეკეს 112-ში.

ადგილზე მისვლიდან, ზუსტად 5 წუთში სამივე მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოვიყვანეთ“, – გვიყვება მეხანძრე მაშველი გაგა გიგაშვილი.

პრაიმტაიმი

Next Post

„ფეისბუქის ამ ჯგუფს ადამიანები თვითმკვლელობამდე მიჰყავს” – ბაჩანა ლობჟანიძე პროკურატურაში გამოიკითხა

შაბ აგვ 29 , 2020
1,208 წაკითხვაბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა. ლობჟანიძის ინფორმაციით, სამართალდამცავებთან ერთად მის ლეპტოპში არსებული ინფორმაციის დათვალიერება მოხდა, რის შემდეგაც ლეპტოპი და დამტენი დაილუქა. მისივე თქმით, ინფორმაცია „ფეისბუქის“ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფს შეეხება. „გამოძიებას მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მქონდა მოძიებული ლეპტოპში. უშუალოდ ჩემი თანდასწრებით მოხდა ამის დათვალიერება. ამის შემდეგ ლეპტოპი და დამტენი დაილუქა, შემდგომში […]

შესაძლოა მოგეწონოთ