„ფეისბუქის ამ ჯგუფს ადამიანები თვითმკვლელობამდე მიჰყავს” – ბაჩანა ლობჟანიძე პროკურატურაში გამოიკითხა

1,544 წაკითხვა

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა.

ლობჟანიძის ინფორმაციით, სამართალდამცავებთან ერთად მის ლეპტოპში არსებული ინფორმაციის დათვალიერება მოხდა, რის შემდეგაც ლეპტოპი და დამტენი დაილუქა. მისივე თქმით, ინფორმაცია „ფეისბუქის“ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფს შეეხება.

„გამოძიებას მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მქონდა მოძიებული ლეპტოპში. უშუალოდ ჩემი თანდასწრებით მოხდა ამის დათვალიერება. ამის შემდეგ ლეპტოპი და დამტენი დაილუქა, შემდგომში ექსპერტის თანდასწრებით მოხდება ამ ინფორმაციის ამოღება და ანალიზი.ეს არის ინფორმაცია, რომელიც მოვიძიე ჩემი პროფესიული ძალებით და მომაწოდეს ადამიანებმა, რომლებიც მე დამიკავშირდნენ“, – აღნიშნა ბაჩანა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძის განცხადებით, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილი და კიდევ რამდენიმე გახმაურებული თვითმკვლელობის შემთხვევა ამ ჯგუფის მსხვერპლები იყვნენ.

„ამ ჯგუფის წევრების ქცევას აქვს მასშტაბური ხასიათი, ეს არ უკავშირდება მხოლოდ თამარს. უარეს შემთხვევაში, ვიღაცები აფინანსებენ ქართველებს და მათი ვალდებულებაა, რომ მიიყვანონ ადამიანები თვითმკვლელობამდე, მათზე ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ. მე ვვარაუდობ, რომ თამარი და კიდევ რამდენიმე გახმაურებული თვითმკვლელობის შემთხვევა მათი მსხვერპლები არიან,” – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იპნ

Next Post

„ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი… აზრი აღარ აქვს…” - კახი მამულაშვილი

ხუთ სექ 3 , 2020
1,544 წაკითხვაყველასათვის საყვარელი მომღერლის, ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდუსერმა, კახი მამულაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ბათუმის სეზონი დაასრულეს გაუგებრობების გამო. „ისევ დაკეტეს კლუბები, დღეს შესულან ღამე, დაუჯარიმებიათ და დაუკეტიათ. 3 კონცერტი უნდა გვქონოდა 5-ში, 8-ში და 12-ში. 12-ში სეზონი ისედაც მთავრდება. შესაბამისად ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი. აზრი აღარ აქვს, გინდა გახსნან და გინდა დაკეტონ,“ – განაცხადა […]

შესაძლოა მოგეწონოთ