გლდანი ისევ დაიტბორა

823 წაკითხვა

წვიმამ გლდანში პრობლემები შექმნა. ახლადრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩა ფაქტობრივად დატბორილია. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საავტომობილო გზაზე, სადაც სანიაღვრე ჭები არ არსებობს,  დიდი რაოდენობით წყალი მოედინება და გადაადგილდების პრობლემას ქმნის.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გლდანში წვიმას ახლადდაგებულმა გზამ ვერ გაუძლო. ხიზანიშვილის ქუჩა 11 ივლისსაც დაიტბორა

ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ გასული წლის 1-ელ მაისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.

Next Post

ბაჩალიაშვილის ოჯახის წარმომადგენლებმა დაასახელეს, თუ ვინ მიაწოდა უკვე სკანდალური სატელიტური ფოტოები

ოთხ სექ 9 , 2020
823 წაკითხვათამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ: უფლებადამცველები ამბობენ, რომ მკვლელობის მუხლით გამოძიების გადაკვალიფიცირების საფუძველს იძლევა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული სატელიტის კადრები, რომელის მიხედვითაც, 19 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) სრულ ნდობას უცხადებს რამიშვილის მიერ მოპოვებულ სატელიტის კადრებს და ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა მიიღოს ეს მტკიცებულბა. ეკა ქობესაშვილი: “არის ევროკავშირის ვადიანი […]