ბაჩალიაშვილის ოჯახის წარმომადგენლებმა დაასახელეს, თუ ვინ მიაწოდა უკვე სკანდალური სატელიტური ფოტოები

1,564 წაკითხვა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ:

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მკვლელობის მუხლით გამოძიების გადაკვალიფიცირების საფუძველს იძლევა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული სატელიტის კადრები, რომელის მიხედვითაც, 19 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) სრულ ნდობას უცხადებს რამიშვილის მიერ მოპოვებულ სატელიტის კადრებს და ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა მიიღოს ეს მტკიცებულბა.

ეკა ქობესაშვილი: “არის ევროკავშირის ვადიანი კორპორაციული პროგრამა, რომელშიც მოცემულ შემთხვევაში გაერთიანებული იყო ევროკავშირის 4 ქვეყანა და დამატებით 10 ქვეყანა. ამ კორპორაციული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხდებოდა სატელიტიდან ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ, მოიპოვა ფოტოსურათები და გადმოგვცა. ფაქტია, რომ იქ თამარის მანქანა არ იდგა. ახლა მივიდეს პროკურატურა და ამტკიცოს, რომ იდგა და თვითონ მოგვიტანოს საპირიპირო ფოტოები. თუ არადა, მიიღოს ჩვენი მტკიცებულება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რაც საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალივფიცირებას გულისხმობს”, –

 

Next Post

„მიშა, შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ოთხ სექ 9 , 2020
1,564 წაკითხვანანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბიქში დაწერა: „მიშა, შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა, ჩამოსვლა რომ დაანონსე, დადეს კორონას ახალი რეკორდი.“