„ეს არის თემა, სადაც ერთიანობა უნდა იყოს“ – კახა კალაძე

2,237 წაკითხვა

არც ერთი განვითარებული ქვეყანა ამ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. შესაძლოა, ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს რაღაცებში „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს არის ის თემა, სადაც გაერთიანება უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ოკუპაციას წინსვლით და განვითარებით უნდა ებრძოლოს.

“არც ერთი განვითარებული ქვეყანა არ აღიარებს ამ ე.წ. არჩევნებს. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს, საერთაშორისო დამკვირვებლები ჰყავდათ ჩაყვანილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული და ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები ამის წინააღმდეგ. შესაძლოა, ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს რაღაცებში „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს არის ის თემა, სადაც უნდა იყოს გაერთიანება და ამ ძალით უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას. ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ ჭკუით, განათლებით, წინსვლით, ეკონომიკური გაძლიერებით“,- განაცხადა კალაძემ.

 

Next Post

„რუსთავი2“-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

სამ აგვ 27 , 2019
2,237 წაკითხვაგენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა “რუსთავი 2“- ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში დოკუმენტაციის ამოღება დაიწყეს. ამის შესახებ “2020news” მთავარ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც ტელეკომპანიის სარეკლამო დროის შესყიდვას აწარმოებდნენ. ინფორმაცია უწყებაშიც დაადასტურეს. “როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება შპს ,,სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული, სარეკლამო მომსახურების კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელობითი […]