“თამარ ბაჩალიაშვილის საფრანგეთში სტაჟირების ადგილები სპეცსამსახურების კონტროლქვეშაა”

1,766 წაკითხვა

ძალიან საინტერესო იყო თამარ ბაჩალიაშვილის სტაჟირება საფრანგეთში იმიტომ, რომ ორი სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი, ორივე დაწესებულება, სადაც თამარმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურატმა, „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თამარის სტაჟირების პერიოდი საინტერესო მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა.

„თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმით გამიზნულად არასოდეს დავინტერესებულვარ. ეს არის ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც მე და ჩემი კოლეგების სტრუქტურა ვიძიებთ. საქმე ეხება მასშტაბურ ფინანსურ თაღლითობას, ფულის გათეთრებას, რომელშიც გარეულია სამხრეთ კავკასია თავისი ყველა ქვეყნით და აქ საქართველოსაც უჭირავს გარკვეული როლი.

ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი გახლავთ აბრაჰამ რეიხბახი, რომლის მიმართ ინტერესი 6-7 წლის წინ გაჩნდა და რაკი რეიხბახს საქართველოში თავისი სტრუქტურები აქვს და კომპანია „ზაგი“ პირდაპირ არის მის სახელთან დაკავშირებული და რადგან თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა და შემდეგ მისი გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში მოხდა, ჩემი ინტერესი გადმოვიდა კონკრეტულად თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე.

თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან. თამარი გახლდათ ძალიან სერიოზული სპეციალისტი, მისი ძირითადი პროფილი გახლდათ ინფორმაციის სისტემატიზება, დალაგება და ანალიზისთვის გამზადება. ეს ინფორმაციები შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს, რაც სერიოზული ბერკეტია პერსონალური მონაცემების სიღრმისეული ანალიზისთვის“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

როგორც დავით ფურცხვანიძემ აღნიშნა, სატელიტის ფოტოების შესახებ პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის პასუხს, რომ ეს ფოტოები არის ყალბი, ძალიან მალე უპასუხებს.

„რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექსპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გადასცა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა, თუმცა გამოკითხვით გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მისცა მას სატელიტური ფოტოები.

Next Post

რუსთავში სექსმუშაკებმა ერთმანეთი სცემეს

ორშ სექ 21 , 2020
1,766 წაკითხვარუსთავში სექსმუშაკებმა ერთმანეთი სცემეს. „ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით ინციდენტი ლომოურის ქუჩაზე მოხდა. სექსმუშაკებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მათ ერთმანეთი სცემეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებულ ქალებს ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ინფორუსთავი