„რუსთავი2“-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

1,875 წაკითხვა

გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა “რუსთავი 2“- ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში დოკუმენტაციის ამოღება დაიწყეს. ამის შესახებ “2020news” მთავარ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც ტელეკომპანიის სარეკლამო დროის შესყიდვას აწარმოებდნენ. ინფორმაცია უწყებაშიც დაადასტურეს.

“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება შპს ,,სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული, სარეკლამო მომსახურების კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, შპს ,,სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის შემსყიდველი კონტრაქტორი კომპანიებიდან – შპს „პროესკო“-დან, შპს „პრო მედია“-დან, შპს „მედია პორტი“-დან; შპს „პროესკო მედია“-დან, შპს „პროესკო მედია“-დან და შპს „ნიუ მედია“-დან, სრული საბუღალტრო, სააღრიცხვო და ფინანსური დოკუმენტების ამოღების თაობაზე. ასევე, დასახელებული კომპანიებიდან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით აღრიცხული სრული ბუღალტრული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე“, – განაცხადეს უწყებაში.

Next Post

„ირაკლის ცხედარი „ბე-ემ-პე“-ს კოშკურაზე დავაბით, ჩავსხით დაჭრილები და ის იყო დავძარით მანქანა, რომ გავიგონეთ აფეთქების ხმა..“

სამ აგვ 27 , 2019
1,875 წაკითხვაავტორი: ლალი ცერაძე 1992 წლის 17 ნოემბერს ტამიშზე ირაკლი ამირეჯიბი დაიღუპა. იხსენებს კახეთის მხედრიონის მეთაური ნოდარ კირკიტაძე. ჩაწერილია 2016 წლის ნოემბერში. ნოდარ კირკიტაძე: კახეთში შეკრებილი მოხალისეები ოჩამჩირის შემოგარენში რამდენმე სოფელში გადავანაწილე. ვცდილობდი მოსახლეობა მოწინააღმდეგის აგრესიისგან დამეცვა და პასუხისმგენლობა ავიღეთ კიდეც. უნდა ვთქვა, რომ ეს მოუმზადებელი ბიჭები ისეთი გულით იყვნენ ანთებულები, რომ საქმეს მთელი თავდადებით ეკიდებოდნენ. პირველი შეტაკება მოწინააღმდეგესთან მდინარე ცხენისწყლის […]