საზარელი შემთხვევის დეტალები – ,,ცოლი ეზოში გაიყვანა და ნაჯახს დაუწყო ძებნა, მისთვის თავი რომ მოეჭრა”

2,213 წაკითხვა

39 წლის ქალს ყოფილი ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა სახლში მიაკითხა, მანქანაში იძულებით ჩაისვა და დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა. ლოკაციის შერჩევის შემდეგ 31 წლის ზვიად დიასამიძემ ყოფილი ცოლი მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანა და ცემა დაუწყო, პარალელურად მოკვლით ემუქრებოდა.

“კურიერმა” გაარკვია საზარელი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება. შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღეში ტანსაცმლის წასაღებად მისულმა მამაკაცმა ცოლს ისევ სცემა. ეზოში გაიყვანა და ქალისთვის თავის მოჭრის მიზნით ნაჯახის ძებნა დაიწყო. მისი დახმარება დედამ შეძლო. სიკვდილს გადარჩენილმა კი, პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი ბორჯომი-ახალქალაქის გზაზე გადაადგილების მომენტში ძალადობის შესახებ შესული ზარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაცვის მხარის მტკიცებით, ზვიად დიასამიძე ყოფილი ცოლის მიმართ განხორციელებულ დანაშაულს არ აღიარებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს. რაიონულმა სასამართლომ ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა უკვე დაიწყო. ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს.

რუსთავი 2

Next Post

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ გაჩუმდეთ..“ – კახა კალაძე

პარ სექ 25 , 2020
2,213 წაკითხვაარ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ  შეცდომაში – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ  facecbook-ით ვიდეომიმართვისას გააკეთა. დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. „ყოველდღიურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ ყალბმა ახალმა ამბებმა წალეკა მედიასივრცე.  ეს  პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. თქვენ იცით, რომ ცრუ ინფორმაციას ებრძვის მთელი […]

შესაძლოა მოგეწონოთ