„გლდანის ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა”

1,599 წაკითხვა

პატიმართა ოჯახის წევრები და ადვოკატები გლდანის ციხის უფროსს უპირისპირდებიან. ისინი აქციების გამართვასაც აანონსებენ და სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გაუპატიურების მუქარაზე საუბრობენ.

პატიმარ შენგელი ჭეჭვაძის მეუღლისა და ადვოკატის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პატიმარს გაუპატიურებით ციხის უფროსი დაემუქრა. თანამესაკნის გადასარჩენად და პროტესტის ნიშნად ჭეჭვაძემ თვითდაზიანება მიიყენება, მან ხელები დაისერა.

შენგელი ჭეჭვაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს. მისი თქმით, ციხის უფროსი ქინქლაძე პატიმრებთან ამბობს, რომ წულუკიანთან და ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

“საკანში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნოდარ ქინქლაძე, ბიჭები საუბობდნენ ჩაის თემაზე, რაც არ მოეწონა და უთხა, რომ იქვე შეეძლო მათ თვალწინ ახალგაზრდა გაეუპატიურებინა. ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ მე სხვა გზა არ მქონდა, მივმართე ამ ხერხს, დავისერე ვენებიო”, – ამბობა მაია ჭეჭვაძე.
პატიმრის ოჯახის წევრები მინისტრ თეა წულუკიანს მოუწოდებენ, დაინტერესდეს ამ საკითხით და კითხვებს პასუხი გასცეს.

მთავარი

Next Post

„ნაც. მოძრაობას ექსკლუზიურად ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არა აქვს“ - გია ხუხაშვილი

პარ სექ 25 , 2020
1,599 წაკითხვა გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქზე: ნაც. მოძრაობას ექსკლუზიურად ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არა აქვს. ეს არის მრავალი კვლევით დადასტურებული ფაქტი. ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავის “ფუნქციას” ნაც. მოძრაობის კრიტიკაში ხედავს, შეგნებულად, ან შეუგნებლად ხელისუფლებას “ეპრანჭება”. ჯობდა ეს მაშინ ეკეთებინათ, როცა მიშა ხელისუფლებაში იყო და მართლა საფრთხეს წარმოადგენდა.