„მამის ნახვა მინდოდა“ – გორის ჰოსპიტლიდან კოვიდპაციენტი გაიქცა

1,110 წაკითხვა

,,მამის ნახვა მინდოდა” – განუცხადა პაციენტმა პოლიციას, რომელსაც საკუთარ სახლში, სოფელ ქიწნისში მიაკითხეს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ორი დღის წინ, ღამით გაიქცა.

გაქცევის ფაქტი დაადასტურა რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, სიმონ გულედანმა.

დაინფიცირებული მამაკაცი, რომელიც ჰოსპიტლიდან სახლში მამის სანახავად წავიდა, კორონავირუსის არსებობაში დარწმუნებული არაა. კოვიდინფიცირებული პაციენტი პოლიციამ და ეპიდემიოლოგებმა რამდენიმე საათის შემდეგ ბოქსირებულ განყოფილებაში დააბრუნეს, მამას კი ტესტი აუღეს და კარანტინში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შესვლა მკაცრად კონტროლდება სამხედრო პირების მიერ, იქიდან გამოსვლა კი ნებისმიერ პირს შეუძლია.

რაც შეეხება ქიწნისის კლასტერს, აქ კორონავირუსი რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა.

ქართლი

Next Post

კანონიერი ქურდი კახა ფარფალია, ომსკის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

შაბ სექ 26 , 2020
1,110 წაკითხვასაინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, 24 სექტემბერს, 45 წლის „ტიტულოვანი კანონიერი ქურდი“ კახაბერ ფარფალია, რომელიც ადრე „ობშიაკის მაყურებელი“ იყო, ომსკში ჩასვლიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი იპოვეს, ოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ინსულტით გარდაიცვალა. ფარფალია, იგივე კახა „გალსკი“ ომსკში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 22 სექტემბერს ჩაიყვანეს, რათა სასჯელის დარჩენილი ნაწილი სრულად ამ ადგილას მოეხადა, თუმცა კოლონიაში ჩასვლისას ის სასტიკად სცემეს. ომსკის […]