კანონიერი ქურდი კახა ფარფალია, ომსკის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

2,461 წაკითხვა

საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, 24 სექტემბერს, 45 წლის „ტიტულოვანი კანონიერი ქურდი“ კახაბერ ფარფალია, რომელიც ადრე „ობშიაკის მაყურებელი“ იყო, ომსკში ჩასვლიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

ის გარდაცვლილი იპოვეს, ოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ინსულტით გარდაიცვალა.

ფარფალია, იგივე კახა „გალსკი“ ომსკში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 22 სექტემბერს ჩაიყვანეს, რათა სასჯელის დარჩენილი ნაწილი სრულად ამ ადგილას მოეხადა, თუმცა კოლონიაში ჩასვლისას ის სასტიკად სცემეს.

ომსკის დაწესებულება, ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად უსწორდება „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს, ისეთი „კანონიერი ქურდისთვის“ კი, როგორიც ფარფალია იყო, ომსკის დაწესებულებაში მოხვედრა თავიდანვე სიკვდილს უდრიდა.

ქართველი „კანონიერი ქურდი“ კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა, ის ცნობილი ავტორიტეტის „დედ ჰასანის“ მოწინააღმდეგეთა ბანაკში და შაქრო კალაშოვის თანამოაზრე იყო. კალაშოვის დაკავების შემდეგ კი ფიქრობდნენ იმასაც, რომ ფარფალია „შაქრო მალადოის“ ადგილს დაიკავებდა.

კვირის პალიტრა

Next Post

სააკაშვილის ახალი გეგმა - როგორ შევაჩეროთ კორონავირუსი

შაბ სექ 26 , 2020
2,461 წაკითხვასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ზუსტი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელსაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. „სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როცა საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების და პრობლემების გადალახვის გზას. მინდა უბრალოდ ვისაუბრო იმაზე, თუ რა პრობლემებია ახლა. […]