„სოხუმის დაცემა მე გამოვაცხადე – ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი გრძელდება გამარჯვებამდე“ – ირინა სარიშვილი

1,090 წაკითხვა

ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:

ამ დღეს – როცა სოხუმი დაეცა, ჯერ კიდევ ვიცეპრემიერი ვიყავი.
შევარდნაძე ჯერ ისევ სოხუმში იყო.
პრემიერი და სხვა წამყვანი მინისტრები სადღაც დაიმალნენ.
სოხუმის დაცემა სატელევიზიო დიქტორმა უნდა გამოაცხადოსო, ასე შემოთვალეს კურდღლებმა.
40 გრადუსი სიცხით, ფილტვების ანთებით, კაბინეტიდან წავედი ტელევიზიაში და სოხუმის დაცემა მე გამოვაცხადე: სოხუმი დაეცა, ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი გრძელდება გამარჯვებამდე – ეს იყო ჩემი გამოსვლის ბოლო სიტყვები.
სახლში როცა დავბრუნდი, გიამ მითხრა, ისეთ ვიდზე იყავი, მგონი სოხუმის დაცემა გადაფარეო.

ამის შემდეგ ცოტა ხანში შევარდნაძემ ნაცვლად ბრძოლისა, საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება ჯერ ჯაბა იოსელიანთან, შემდეგ კი რუსეთთან დაზავებით გადაწყვიტა და СНГ–ში შესვლა გამოაცხადა, რის მერეც პროტესტის ნიშნად მე და ყველა ჩემი თანაპარტიელი გადავდექით.

P.S. ამაზე და ყველაფერზე რაც მახსოვს, უფრო დეტალურად იმ წიგნში გაეცნობით, რომელსაც უკვე თითქმის ვასრულებ.

Next Post

`ჟენევა არ არის ფარცხანაყანები, რომ მრავალმილიონიანი ვილა იყიდო და ვიღაცაზე გააფორმო…“

კვი სექ 27 , 2020
1,090 წაკითხვალაშა ნაცვლიშვილი ინფორმაციას მის მიერ შვეიცარიაში ბინის ყიდვის შესახებ ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: „წრე მესამე“ „ეს ინტერვიუ 2011 წლის ნოემბერში მივეცი Natia Dolidze -ს (“ყველა სიახლე”). თითქმის 5 წელი გავიდა და ვინც ჩემს დღევანდელ ინტერვიუს ნახავს “პრაიმ-ტაიმში”, მიმიხვდება, ალბათ, ამერიკული ფანტასმაგორიული ფილმის “Groundhog Day” (“ზაზუნას დღე”) გმირი რატომ მგონია თავი “- ბატონო ლაშა, ბოლო ერთი წელიწადი არ ჩანდით, რასაც მითქმა-მოთქმაც კი […]