ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ოპოზიციას მიმართავს:
„ლარის კურსი არის ის, რაც ყოვლისმომცველ შფოთვით აშლილობას იწვევს. ეს არ არის უბრალოდ ეროვნული ვალუტის კურსი, არც მხოლოდ დოლარში აღებული კრედიტებია პრობლემა – ეს არის სრული გაურკვევლობის, დაუცველობის და უმომავლობის განცდა.
ძველი ტრავმების გახსენება და შიში, რომ შენმა შვილებმაც იგივე არ გაიარონ. ეს არის ეკონომიკის ჩამოქცევის და სიღარიბის მოლოდინი. ასეთ სიტუაციაში, ძვირფასო ოპოზიციავ, თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატები კი არა, კორონავირუსი აღარ აინტერესებს ხალხს. რაღაც გაუგებარ ჭუპრში გამოიკეტეთ თავები და მაჟორიტარობანას თამაშს ვერ გაცდით.
უკლებლივ ყველას გეხებათ ეს. ხოდა, იმედია თვითდესტრუქციულ განცხადებებს თუ წამოცდენებს მორჩებით და ხალხს იმაზე დაელაპარაკებით, რაც ახლა ყველაზე მნიშვენლოვანია – როგორ გადაარჩენთ კატასტროფისკენ მიმავალ ეკონომიკას და შესაბამისად, ლარს. ისიც უნდა გესმოდეთ, რომ გადასახადებზე დაწევაზე უფრო გასაგები და მაშტაბური გეგმა უნდა შესთავაზოთ ამომრჩეველს. იმედი უნდა გაუჩინოთ. ამაში შეეჯიბრეთ ერთმანეთს, თორემ უკვე ძაან სევდიანია თქვენი ყურება“- წერს ეკა კვესიტაძე.