თბილისის მერმა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კითხვას უპასუხა, გადადგება თუ არა თანამდებობიდან, თუ ბიძინა ივანიშვილი ეტყვის. როგორც კახა კალაძემ თქვა, ის არ გადადგება.
„არა, არ გადავდგები, რატომ უნდა გადავდგე? ვეტყვი, რომ არა. მე თუ ჩავთვლი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, რაც სჭირდება თბილისს და თბილისელებს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და კარგად მაქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე ვიმყოფები. შესაძლოა, ბევრისთვის, ეს კონკრეტული თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის, ეს არის მსახურება“- განაცხადა კახა კალაძემ.