მარნეულში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

1,576 წაკითხვა

მარნეულში „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედ ალის თავი აქვს გატეხილი. მათივე ცნობით, დაზიანებულია „მთავარი არხის” კამერა და მიკროფონი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

Next Post

„ქართულ ოცნებას“ ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი“ - მიხეილ სააკაშვილი

ოთხ სექ 30 , 2020
1,576 წაკითხვა„ქართულ ოცნებას“ ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი. მე ნამდვილად არ მეშინია მისი, ჩემს თანამებრძოლებს არ ეშინიათ, ქართველ ხალხს არ ეშინია და ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მათ იციან, რომ “ჩვენ შეგვიძლია, მათი ჩაჩოჩება”. „ქართულ ოცნებას“ იმიტომ კი არ ეშინია, რომ ჩვენ რაღაცას ვუპირებთ – ნამდვილად არაფერს ვუპირებთ, უბრალოდ მათ იციან, რომ ჩვენ შეგვიძლია, […]