3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

1,578 წაკითხვა

პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც 27 აგვისტოს საღამოს, თბილისში, პეკინის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრა მცირეწლოვანი ბავშვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით:

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამ ზოგადი ინფორმაციის გარდა, შსს ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

პეკინის გამზირზე ქალის მიერ დაჭრილ ბავშვს 27 აგვისტოს ღამით, ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს ჟვანიას სახელობის კლინიკაში.

ყბა-სახის ქირურგმა, ნათია ვასაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „პაციენტს აღენიშნებოდა ღრმა, ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოში.” ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

Next Post

„ჩვენ მზად ვიქნებით დიალოგისთვის მომავალში“ - რა პირობებს უყენებს რუსეთს სალომე ზურაბიშვილი

ოთხ აგვ 28 , 2019
1,578 წაკითხვათბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის განახლების საფუძველი რუსეთის პოზიციის ცვლილება შეიძლება გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „რაიმე კონტაქტები რომ გვქონდეს, ისინი რომ განვაახლოთ, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის პოზიციაში ჩვენნაირ პატარა მეზობელთან მიმართებაში ცვლილებები მოხდა. ასევე რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე. როდესაც ჩვენ დავინახავთ მკაფიო სიგნალებს ამ […]

შესაძლოა მოგეწონოთ