„თქვენ მოგიკვდით მე, რა გაგიკეთოთ? რა გიშველოთ?“ – ინგა გრიგოლია

1,723 წაკითხვა

ინგა გრიგოლიას გამოხმაურება “„ქართული ოცნების“ პროპორციულ სიასთან დაკავშირებით, რომელშიც რამდენიმე ადამიანი არ მოხვდა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ მომავალ საპარლამენტო გუნდში.

„უი, მართლა რა ტყუილად მოუკლავთ თავი იმ ექსპერტებს, „რეაქციაში“ რომ დადიოდნენ დიდი იმედით და რიხით, რომ „ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოხვდებოდნენ და სწორედ ამ იმედით რომ დაემორჩილნენ მერე დედა პარტიის ბოიკოტს ტვ ,,პირველის,, მიმართ,

არც ერთი არ ჩაუსვამთ სიაში. თქვენ მოგიკვდით მე, რა გაგიკეთოთ? რა გიშველოთ? გევლოთ ჩვენთან, არ გამოგეცხადებინათ ბოიკოტი ბოლო წამამდე და მოხვდებოდით სიაში,მიავიწყდით ბიძინას,რაც აღარ ჩანდით“- წერს ინგა გრიგოლია.

Next Post

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო და ხუთი ადამიანი მოიყოლა

პარ ოქტ 2 , 2020
1,723 წაკითხვააჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 400-მდე შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. „შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია […]