მგზავრმა გადახტომა მოასწრო, მძღოლს ეძებენ – კიდევ ერთი ტრაგედია აჭარაში

1,532 წაკითხვა

აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ ზანაქიძეების ხიდამდე მიაღწია.

ამ წუთებში მდინარე მეჯინისწყალში სოფელ ზანაქიძეების ხიდიდან გადავარდნილი მანქანის გამოყვანას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური.

ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

როგორც „პრაიმტაიმს” ხელვაჩაურის მერიაში განუცხადეს, მდინარეში ავტომანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„მანქანა წყლიდან გამოყვანილია. მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდნენ ავტომანქანაში. მგზავრმა მოახერხა გადმოხტიმა. ის თავს კარგად გრძნობს. მძღოლს კი ამ წუთებშიც მდინარეში ეძებენ”- აცხადებენ უწყებაში.

Next Post

„რა ბედნიერებაა, რომ ივანიშვილის წასვლამდე ერთ თვეზე მეტი აღარ დარჩა“ - ნინო ჯანგირაშვილი

პარ ოქტ 2 , 2020
1,532 წაკითხვანინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქში: „რა ბედნიერებაა, რომ ივანიშვილის წასვლამდე ერთ თვეზე მეტი აღარ დარჩა. 2016 ში დავწერე, რომ ბიძინას წასვლამდე ერთი თვე იყო დარჩენილი? არ დამიწერია, იმიტომ, რომ ასე არ იყო. ახლა ვწერ.“