გიორგი ლაღიძე – „ჩვენ, აქცენტი გავაკეთეთ არა ცნობად, არამედ სუფთა წარსულის მქონე ადამიანებზე“

1,284 წაკითხვა

„ჩვენ წარვადგინეთ 142 კაციანი საპარლამენტო სია, რომელიც დაკომპლექტებულია ღირსეული პროფესიონალი კადრებით და პატრიოტი ადამიანებით“ –  აცხადებს პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, მისი თქმით:

„ჩვენ, ძირითადად აქცენტი გავაკეთეთ არა ცნობად სახეებზე, არამედ სუფთა წარსულის მქონე ადამიანებზე, რომლებსაც ამოძრავებთ სამშობლოს უანგარო სიყვარული. ასევე, გვყავს მაჟორიტარი კანდიდატები საქართველოს ხუთ რაიონში. უახლოეს ხანში ვგეგმავთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას. გვაქვს შესანიშნავი გეგმა ყველა სფეროში, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, განვახორციელოთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, სასამართლოს და ზოგადად სამართალდამცავი ორგანების რეფორმირება. სამწუხაროდ, ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვერ მივიღეთ დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც ქართველო ხალხი ნამდვილად იმსახურებს“.

რა პოზიცია აქვს თქვენს პარტიას დავით გარეჯთან დაკავშირებით?

„ჩვენ ამ საკიტხთან დაკავშირებით, ვართ შეუვალები. დავით-გარეჯი თავისი ყველა სამონასტრო კომპლექსით არის საქართველოს ძირძველი ტერიტორია, იქ აზერბაიჯანელებს არაფერი არ ესაქმებათ და მათ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორია. რაც შეეხება ძველი კომისიის გარშემო არსებულ კითხვებს, მიმაჩნია, რომ პროკურატურამ უნდა შეისწავლოს შევარდნაძის დროიდან საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობა და მათ ქმედებებს მისცეს სამართლებრივი შეფასება. ჩემი აზრით, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გაბედა ქართული მიწის უცხო ქვეყნისათვის გადაცემა“.

Next Post

„ერთ რამესაც დავწერ და აღარ შეგაწუხებთ“ - მაკა რაზმაძე

კვი ოქტ 4 , 2020
1,284 წაკითხვამაკა რაზმაძის პოსტი ფეისბუქში: მოკლედ, ერთ რამესაც დავწერ და აღარ შეგაწუხებთ-ცოტა ხნის წინ ცრუ ინფორმაცია რომ გავრცელდა ყველას გვახსოვს- დავით სოკოლოვი გარდაიცვალაო ( არ ვიცი ვინ და რატომ გაავრცელა მაშინ ძალიან კარგად იყო ბატონი დათო) ისეთი ამბავი ხდებოდა აქ,ყველამ აიტაცა,წერდნენ,გლოვობდნენ,ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ მეტად იგლოვებდა და ვინ უფრო გულისამაჩუყებელ სტატუსს მიუძღვნიდა. ბოლოს თვითონაც გაიგო ეს ჭორი,დამირეკა თავისი ჩვეული იუმორით-“გამარჯობა,საიქიოდან გაწუხებთ,გავიგე […]

შესაძლოა მოგეწონოთ