„ალიამ“ გადაწყვიტა, სანამ ინფექციური კლინიკა ამ დღეშია, ინფექციურის ყველა ახალი ამბავი, ამ ფოტოთი გააშუქოს

1,108 წაკითხვა

„ალია“ – მ გადაწყვიტა, ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ პრობლემაზე დაწერილ ყველა ამბავს ეს ფოტო დაურთოს, მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება: 

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა.

549 ახალი შემთხვევიდან, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 348 შემთხვევა, თბილისში – 99 , იმერეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 19 ,მცხეთა – მთიანეთში – 10.

დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია და ასევე გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმის 1 შემთხვევა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 58 პაციენტი.

„ალია“ შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარი კლინიკა ისევ გადასახურია. გამოყოფილი თანხით, მხოლოდ დამიწება, ვენტილაცია და სხვა აუცილებელი პირობა მოგვარდა. რაც შეეხება სახურავს, შენობაც და სახურავიც „ავერსისაა“, შესაბამისად, ჯერ ისიც ვერ გაირკვა, სახელმწიფო აიღებს მის გადახურვას თავის თავზე, თუ „ავერსი“. პრემიერი გახარია ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დაპირდა კლინიკას ახალ შენობას – თუმცა, ჯერ დანაპირები არ ჩანს.

„ალიამ“ გადაწყვიტა, სანამ ინფექციური კლინიკა ამ დღეშია, კოვიდთან დაკავშირებული ყველა ახალი ამბავი, ინფექციურის ამ ფოტოთი გააშუქოს, მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.

დღეს თბილისში წვიმს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ინფექციურშიც“ წვიმს.

Next Post

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

სამ ოქტ 6 , 2020
1,108 წაკითხვასაქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე ეტაპზე, ისევ გრძელდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით გათამაშებაში მონაწილეობის მიღების შეთავაზების შეტყობინება ხვდებათ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც […]

შესაძლოა მოგეწონოთ