„ვინც ამას არ იცავს, ის ან ჩლუნგია, ან მავნებელი, ან..“ – ირინა სარიშვილი

როცა იბრძვი, ან წააგებ, ან მოიგებ.

100 პროცენტით დარწმუნებული გამარჯვებაში ან მარცხში არიან მხოლოდ ჩლუნგები.

ბრძოლის წინ ყოვლად დაუშვებელია ე.წ.”პარაჟენცული”, პესიმისტური განწყობის დათესვა და ვინც ამას აკეთებს, ის ან ჩლუნგია, ან მავნებელი და უნდა რომ დამარცხდე.

კრიტიკა იმ თემებზე, რისი შეცვლაც უკვე შეუძლებელია და რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, ბრძოლის წინ უნდა იყოს მინიმალური ან უკეთესია, საერთოდ არ იყოს, თუ რა თქმა უნდა შენ გამარჯვება გინდა.

არ ენდოთ მას, ვინც გამარჯვებისთვის არ იბრძვის – ის ყოველთვის მომხრეა წყლის ამღვრევის და არა აქვს მნიშვნელობა, გაურიგდება მტერს თუ უბრალოდ საკუთარი უპერსპექტივობით დაბოღმილი გააკეთებს ამას (თუ ფული აქვს, ფულაც გადაიხდის ამაში).

არ ენდოთ მას, ვინც დამარცხებას აუცილებელ ბოლოდ მიიჩნევს და ამას ან დავალებით აკეთებს, ან გოიმური განზრახვით – თუ მარცხი იქნება, აი რას ვამბობდიო, რომ გითხრათ და გააგრძელოს მავნებლობა.

როცა ბრძოლაში შედიხარ, გჯეროდეს გამარჯვების ვინც არ უნდა იყო – ასარჩევი თუ ამომრჩეველი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებ ღირსებას მაშინაც კი, თუ დამარცხდები.

ჩვენ არა პარტიების, არამედ საქართველოს ექნება თუ არა მომავალი, ამ არჩევანის წინაშე ვგავართ და უნდა გვჯეროდეს რომ გავიმარჯვებთ.

ეს არის ბრძოლის წესები და ვინც ამას არ იცავს, ის ან ჩლუნგია, ან მავნებელი, ან ორივე ერთად.

ვისაც ამ ქვეყნის მომავლის გვჯერა, ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ – მხოლოდ ამ რწმენით უნდა შევიდეთ ბრძოლაში.

ირინა სარიშვილი

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *