„პროკურატურა პოლიტიკურ ცირკს ემსგავსება, 8 წლის თავზე თურმე რაღაც რუკები აღმოაჩინეს“ – ირაკლი ოქრუაშვილი

1,088 წაკითხვა

„გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების – ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება.

“ძალიან კომიკურ სიტუაციაშია უკვე ხელისუფლება. 8 წლის თავზე თურმე აღმოაჩინეს რაღაც განსაკუთრებული რუკები. პროკურატურა უკვე ემსგავსება რაღაც პოლიტიკური ცირკის დაწესებულებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარი კითხვაა – მოტივი რა იყო ამ ადამიანების, თუ ეს ყველაფერი ასე იყო? აზერბაიჯანი რა რუკებით ხელმძღვანელობდა? რაღა მაინცდამაინც ჩვენ გვქონდა ასეთი რუკები და როგორ აღმოჩნდა ისე, რომ ორმა ადამიანმა იცოდა ამ რუკების არსებობა და არ იცოდა არქივის არც ერთმა თანამშრომელმა ან უშიშროების საბჭოს არც ერთმა წევრმა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი აზრით, არჩევნების შემდეგ დაკავებულებს კი გაათავისუფლებენ და ბოდიშსაც მოუხდიან.

“ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა შედეგი დადგება ქვეყნის შიგნით, რა შედეგი დადგება ქვეყნის გარეთ, ანუ აზერბაიჯანს წავუყენებთ თუ არა პრეტენზიას, თუ მართლაც რუკების აღრევასთან გვქონდა საქმე, ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე. აშკარაა, რომ აზერბაიჯანთან მგონი ჯერჯერობით ამ საკითხის არც წამოწევა მომხდარა და არც გარკვევა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ეს თემა არჩევნების მერე ჩვეულებრივად ჩაივლის და არათუ აზერბაიჯანთან ვინმე არ დაიწყებს ამ საკითხის გარკვევას, არამედ ამ ადამიანებსაც ალბათ ბოდიშს მოუხდიან და გამოუშვებენ”, – თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

Next Post

„უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც“ - გია ხუხაშვილი

ოთხ ოქტ 7 , 2020
1,088 წაკითხვაუმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც რაიმე მოსაზრებით, რაიმე ფორმით ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ხელისუფალი, რომელიც თავისი მოქალაქეების ყველაზე ფაქიზ გრძნობებზე თამაშით ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. გია ხუხაშვილი

შესაძლოა მოგეწონოთ