„ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობ“ – ის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

2,454 წაკითხვა

საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამდღეს, კიკვიძის სახელობის ბაღში გამართულ ღონისძიებაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიას ქვეყნის მასშტაბით, სულ ათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავს.

თბილისის მასშტაბით:

საბურთალო – ზაზა ნეფარიძე

ვაკე – ნანა წითელაშვილი

მთაწმინდა-კრწანისი – ლევან ლეონიძე

ნაძალადევი – დავით გოგიტაშვილი

გლდანი ზვიად ტომარაძე

რეგიონები:

თელავი, ახმეტის ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – ემზარ ქვარიანი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული – ჯუმბერ ანანიძე

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშის მუნიციპალიტეტი – როინ ნაჭყებია

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – გიგა გაბრიჩიძე

ხაშურის, ქარელის მუნიციპალიტეტი, გორის მუნიციპალიტეტის ვარიანი, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები – რატი სულაძე

პარტიის ლიდერის, გია ბერძენიძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა, პარლამენტში არჩევის შემდეგ მზად არის ყველა ძალასთან ითანამშრომლებს შემდეგ საკითხებზე:

-ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება და რეგიონის სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური პოლიტიკის გატარება.

-კანონის უზენაესობის დამკვიდრება და სამართლიანობის აღდგენა, სიტყვის თავისუფლება, სრულყოფილი ჯანდაცვა და დასაქმების უფლება, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ოპტიმიზაცია.

-სამუშაო ადგილების შექმნა, მმართველობითი და ბიუროკრატიული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა.

-სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება.

-საპენსიო კანონის სრულყოფა, პენსიების გაზრდა 500 ლარამდე, ხოლო უმუშევრებისთვის კომპენსაციის დანიშვნა.

-ომის ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაცია, მათთვის გაუქმებული შეღავათების აღდგენა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

-მრავალშვილიანი ოჯახების წახალისების პროექტის განხორციელება.

-კომუნალური გადასახადების შემცირება, საწვავზე და ბუნებრივ აირზე გონივრული ფასების დაწესება.

-სამართლიანი, გამჭვირვალე და თანაბარუფლებიანი საარჩევნო გარემოს შექმნა.

-ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეებისა და სტრატეგიული ობიექტების გამოსყიდვა და მათი სახელმწიფოს საკუთრებაში მოქცევა.

-აგრარული სექტორის განვითარებისთვის დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა და გლეხებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.

-საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის გაყიდვის შეზღუდვა.

გია ბერძენიძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ომისა და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა პრობლემებზე:

გია ბერძენიძე: „ჩვენი პარტიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილეთა და ძალოვან ვეტერანთა სოციალური და ყოფითი საკითხების გადაჭრის პრობლემები. ეს საკითხები მეტად აქტუალურია რადგანაც, არც ერთმა ხელისუფლებამ ღირსეული პირობები არ შეუქმნა ქვეყნის მთლიანობისთვის ომებში დაღუპულთა ოჯახებს, მონაწილეებს, ვეტერანებს, ინვალიდებს, მარჩენალდაკარგულებს და სხვა. უფრო მეტიც, ელემენტარული შეღავათებიც კი გაუქმდა და ღვთის ანაბარად დარჩნენ ეს ვალმოხდილი ადამიანები. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოვამზადოთ საკანონმდებლო ცვლილებები ომისა და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაციის, მათი დასაქმების, ჯანდაცვის, საყოფაცხოვრებო და სხვა ყოფითი პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით.

ამასთან ერთად, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოხდა ვეტერანთა სამსახურის სტრუქტურად ჩამოყალიბება და დაფინანსების გაზრდა 7 მილიონამდე. მოხდა ძალოვანისტრუქტურების პენსიონერების გადაანგარიშება და 560 ლარამდე გაზრდა. მააჩენალდაკარგულებისათვის ათას ლარიანი კომპენსაციების დაწესება. გაიხსნა ვეტერანთა პოლიკლინიკა. მიუხედავად ამისა არის სხვა პრობლემებიც, მაგალითისათვის, არ არის გადაწყვეტილი დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდის საკითხი 9 ათას ლარამდე. ასევე, დასაქმების დაკითხი და ვეტერანთა რეაბილიტაციის საკითხი, 22 ლარიანი კომპენსაციის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის საკითხი. ჩვენ კიდევ უამრავ საკითხებზე ვმუშაობთ, რათა თითოეულ ვეტერანს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.

გვაქვს იმედი, რომ თქვენი ოჯახების, ახლობლების, მეგობრების მხარდაჭერით მოვიპოვებთ უფლებას ვიყოთ თქვენი ინტერესების გამტარებლების საქართველოს პარლამენტში.“

Next Post

„ვიღაც მოღალატე მელაშვილის საქმიანობა მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ არჩევნების წინ "გაახსენდათ“ - გულბაათ რცხილაძე

შაბ ოქტ 10 , 2020
2,454 წაკითხვაგულბაათ რცხილაძის პოსტი ფეისბუქში: „კიდევ ერთხელ განგიმართავთ, რაში მდგომარეობს “ქოცების” მოღალატებრივი მიდგომა დავით-გარეჯის საკითხში: “ქოცებმა” 100%-ით გააგრძელეს “ნაცების” დამთმობი, უწყნარესი, “ჯოკოპიანისსიმო” პოლიტიკა აზერბაიჯანის მიმართ. რაღაც ბიზნეს-ინტერესები არ დაემთხვა ბიძინას ენერგეტიკის სფეროში, გარკვეული უთანხმოებები არის, მაგრამ ამას არ შეუცვლია სტრატეგია – საქართველო აზერბაიჯანს “წაკუზული” ჰყავს. პრეზიდენტმა, მადამ ზურაბიმ წაიპოპულისტა, ვითომ “მიაწვა” აზერებს დავით-გარეჯის თემაზე, მაგრამ მათ პასუხად ყველაფერი “დაგვახურეს”. ამ […]

შესაძლოა მოგეწონოთ