ნინო კალანდაძის პასუხი 2012 წელს, დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

1,226 წაკითხვა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, რომლის განცხადებაც დავით გარეჯთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის აღშფოთების საგანი გახდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეოფრაგმენტი.

“რაც შეეხება ჩემს 2012 წლის განცხადებას, რომლითაც ბოლო დღეებში ჩვეული არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მანიპულირებს ხელისუფლება და სამთავრობო მედია, რომელიც ავრცელებს კონტექსტიდან ამოგდებულ ვიდეო ჩანაწერს, როცა კომენტარი ეხება კონკრეტულ კითხვას და კონკრეტულ უბანს და არა დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსს, ყველა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ მაშინვე გაიგო ნათქვამის არსი.

კერძოდ, დავით გარეჯის ნაწილი, რომელიც სადავო ტერიტორიაზე იმყოფება, საბჭოთა დროიდან მოყოლებული ფაქტობრივად კონტროლდება აზერბაიჯანის მიერ. მაგრამ ვინაიდან დავით გარეჯი არის ერთიანი სამონასტრო კომპლექსი, უძველესი ქართული ისტორიული ძეგლების ერთობლიობა, რომელთა ერთმანეთისგან განცალკევება დაუშვებელია, ეს ტერიტორია მიიჩნევა სადავოდ. შესაბამისად, ზუსტი საზღვარი დღემდე დაუდგენელია. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელსაც 1994 წლიდან ოფიციალურად აწარმოებს საქართველო აზერბაიჯანთან, რა მიზნითაც 1996 წელს შეიქმნა ე.წ. „დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია“. ამის თაობაზე მომდევნო დღეებშივე გაკეთდა განმარტებითი განცხადება.

მე ამ კომისიის მუშაობაში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. მეტიც, ჩემს განცხადებას არაფერი აქვს საერთო 2007 წლის საქმესთან, რაზეც დღეს „გამოძიება“ მიმდინარეობს, მით უმეტეს, რომ 2007 წელს მე საერთოდ არ ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში. შესაბამისად, ჩემი განცხადებით მანიპულირება დღეს მიმდინარე, წინასწარ შეთითხნილი პოლიტიკური საქმის კონტექსტში სხვა არაფერია, თუ არა მოღალატე ხელისუფლების ტრადიციული, რუსული სტილის, უდანაშაულო ადამიანების მიმართ ცილისწამებაზე აგებული, ცინიკური ხელწერა”- ამბობს ნინო კალანდაძე.

Next Post

გიორგი ლაღიძე: „საზოგადოება ირჩევს პარლამენტს და უცხადებს ნდობას, ჩვენ მზად ვართ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ“

კვი ოქტ 11 , 2020
1,226 წაკითხვა„ჩვენი პარტია საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხვდეს იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობაზე ვიზრუნოთ“ – აცხადებს საზოგადოებრივ არცთან ინტერვიუში პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდრი გიორგი ლაღიძე. პარტიის ლიდერის თქმით: „მისი პარტიის პრიორიტეტი იქნება, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქნმას, რათა ის უმძიმესი სოციალური ფონი რაც დღეს საქართველოშია აღმოიფხვრას. პარლამენტმა უნდა იზრუნოს თითოეული ადამიანის კეთილ;დღეობისთვის. პირველ რიგში საჭიროა გადასახადების სემცირება, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად […]