ახალი დეტალები ბავშვის დაჭრის საქმეზე დაკავებულის შესახებ

1,728 წაკითხვა

ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილი შარშან ფსიქიატრიულში მკურნალობდა. ეს ინფორმაცია „მაესტროს“ დაკავებულის ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. ციური ჯიქიძე ამბობს, რომ მომხდარის გამო ახლობლები შეშფოთებულები არიან.

საძაგლიშვილი თბილისში დროებით მარტო ცხოვრობდა. მას ოჯახის წრვრებიდან მხოლოდ დედა ჰყავს, რომელსაც შეკვეთილში კერძო სასტუმრო აქვს და ზაფხულის სეზონიდან გამომომდინარე ზღვისპირეთში იყო.

„ვნახეთ კადრები და შოკში ვართ, არ ვიცით რა და როგორ მოხდა. ცხოვრობდა მშვიდად, არასოდეს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. რაც მოხდა გუშინ, გვიჭირს საუბარი. თამარ საძაგლიშვილს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ძირითადად სახლში იყო და ხატავდა. სულ ეს არის, რის თქმაც შემიძლია”, – უთხრა „მაესტროს“ ოჯახის ახლობელმა ციური ჯიქიძემ.

“მაესტრო” ასევე ესაუბრა დაკავებულ თამარ საძაგლიშვილის დედასაც. მანანა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რა გზით დააპირებს მისი შვილის დაცვას და არც ადვოკატის აყვანის შესახებ მიუღია გადაწყვეტილება. მისივე თქმით, 51 წლის თამარ საძაგლიშვილს გუშინ საღამოს ესაუბრა და მომხდარის შესახებ მისგან არაფერი შეუტყვია.

პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები გუშინ საღამოს მიაყენეს.

Next Post

ხაშურში, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება

ხუთ აგვ 29 , 2019
1,728 წაკითხვახაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს. მათი თქმით, აღნიშნული მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. „ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე“, – აცხადებენ […]