ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. დღეს ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო და პირველი აღსაზრდელები მიიღო.
ბაღის შენობა სრულად აღჭურვილია და ადაპტირებულია აღსაზრდელებისთვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე. აქამდე სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც შესაბამისი პირობები.