„მაწუხებს და ცხინვალიც, მაგრამ არ მესმის რაღაცეები..“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„პირველი ღმერთია და მერე სამშობლო, თუ ღვთისმსახური ხარ ბრალდების მოწმე როგორ ხდები და ადებ ხელს ადამიანს ციხეში გასაშვებად“ – განაცხადა  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმაირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

„ეს საკითხი არის ერთმნიშვნელოვნად შერჩევითი სამართლის ნიმუში, რომ ხელი გაიშვირონ აი ისინი ცუდები იყვნენ 9 წლის მანძილზე, რაც აკეთეს, ეს არის მხოლოდ არჩევნების წინ წამოწეული თემა და ამ შეთხვევაში რუსების წისქვილზე დაასხამენ წყალს.
თუ ეს ყველაფერი ასე ხდება, მარტო შიგნით რატომ ვაწარმოებთ მოკვლევას და აზერბაიჯანთან რატომ არ ვსაუბრობთ? თქვენ გჯერათ, რომ ვიღაც ხიდაშელმა, რომელიც შემთხვევით გამოჩნდა ვარსკვალვბიჭუნას სახით, სადღაც 50 წლის შემდეგ იპოვა ეს რუკები? ეს შეუძლიათ მოუყვნენ თავიანთ ახალდამწყებ აქტივისტებს.
ხიდაშელისა და ნოღაიდელის ინტერვიუებმა გაცილებით მეტი კითხვები გააჩინა. გარეჯიც მაწუხებს და ცხინვალიც, მაგრამ არ მესმის რაღაცეები, ფასეულობების აღრევასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *