„ჩემი კოლეგის მიკიბ-მოკიბული პოზიცია ძალიან არ მომწონს“ – ზურაბ ნოღაიდელი

999 წაკითხვა

მე გარკვეულწილად, ზოგიერთი მაშინდელი ჩემი კოლეგის მიკიბ-მოკიბული პოზიცია ძალიან არ მომწონს. ჩვენ უნდა გავერკვეთ, ხომ არ იქნა ვინმეს მიერ, მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოყენებული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „ქრონიკაში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ დანაშაულზე დაწყებულ გამძიებაზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილის ნათქვამი არ მომწონს. ამბობს, მე ახლა შეიძლება რამე დამაბრალოს მინისტრის მოადგილე მანჯგალაძემ-ო. მე არ მინდა პოლიტიკური კომენტარების გაკეთება და იურიდიულ დასკვნას ნამდვილად არ გავაკეთებ, მაგრამ ეს პოზიცია მიკვირს იმდენად, რამდენადაც ასეთი აბსურდის დაბრალება შეუძლებელია. ჰგავს რაღაცნაირად თავის მართლების პოზიციას. მე ვერც დავადებ ხელს სააკაშვილს, მაგრამ არც დავაფარებ ხელს, არცერთ შემთხვევაში“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

Next Post

„მთავარი არხი“-ს საყურადღებოდ..“ - შალვა ნათელაშვილი

ხუთ ოქტ 15 , 2020
999 წაკითხვა„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ „მთავარი არხი“ ცეზარ ჩოჩელის „გარეცხვას“ ცდილობს. „მთავარი არხი“-ს საყურადღებოდ!! ისეთი გაყალბება, ძალადობა, რეპრესიები, რასაც გუბერნატორი ჩოჩელი ახორციელებდა მცხეთა – მთიანეთში წინა რეჟიმის მმართველობისას, მაგ მხარეს არ ახსოვს ლეკიანობის დროსაც კი. ამიტომ ნუ იფუჭებთ რენომეს ამ ნაძირალის გარეცხვით.მისი გათეთრება შეუძლებელია.ეს მხოლოდ მეგობრული რჩევა.“– წერს შალვა ნათელაშვილი.

შესაძლოა მოგეწონოთ