ეკა ბესელიას წინადადება დეპუტატებს

დავით გარეჯის საკითხების განხილვაში პარლამენტი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს – ეს განცხადება პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ხელისუფლებასთან ამ თემაზე კონკრეტული შეტავაზება აქვს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ აუცილებელია, ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროცესში პარლამენტი ინტენსიურად იყოს ჩართული და საზოგადოებას მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია არ ჰქონდეს ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, პარლამენტის როლი, რომელიც საგარეო და საშინაო მიმართულებების განმსაზღვრელია, უნდა იყოს მთავარი როლის განმახორციელებელი. გვინდა შევთავაზოთ ისეთი საპარლამენტო ფორმატი მთავრობას, სადაც შესაძლებელი იქნება არა ფრაგმენტულად ამ საკითხებზე მსჯელობა. არამედ გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნება სწორად გადადგმული ნაბიჯები და სწორად იქნება გათვლილი იმ შედეგზე რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს,“-განაცხადა ბესელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

20-21 ივნისის საქმეზე კიდევ ერთი პოლიციელი დააკავეს

ოთხ ივლ 17 , 2019
წაკითხვა: 66 საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, შსს-ს თანამშრომელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების […]

შესაძლოა მოგეწონოთ