უნიკალური პროექტი – დიდ სამამულო ომს ქართული ინტერნეტ-გვერდი მიეძღვნა

88 Views

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ქართულენოვანი რესურსი, რომელიც დიდი სამამულო ომისადმი (1941-1945 წწ.) არის მიძღვნილი. ამის შესახებ, შეკრებილ სამუშაო ჯგუფსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, პროექტის ინიციატორმა, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ აცნობა თბილისში, 17 ოქტომბერს.

ინტერნეტ-გვერდს ეწოდება „დიდი სამამულო“ (didisamamulo.ge). გვერდზე არის რამდენიმე რუბრიკა, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო არის ალფავიტის მიხედვით დალაგებული “დიდი სამამულო ომის ცნობარი“. აქ თავმოყრილი იქნება ენციკლოპედიური ცნობები სამამულო და მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ცალკეული ბრძოლები, მოვლენები, პიროვნებები, მათ შორის, პირველად იქნებიან წარმოდგენილნი საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან, თავიანთი ბიოგრაფიული ცნობებითა და ჩადენილი გმირობების აღწერით.

ვებ-გვერდზე საარქივო მასალებთან ერთად, ასევე დაიდება სიახლეები, ყველაფერი, რაც დიდი სამამულო ომის ხსოვნასა და ომის ისტორიას უკავშირდება.

პროექტის ავტორი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ თავიანთი წინაპრების – ომში მონაწილეების ბიოგრაფიული მონაცემებისა და ფოტოგრაფიების განთავსება ვებ-გვერდის შესაბამის რუბრიკაში („ჩემი მამაცი წინაპარი“). ეს იქნება დიდი სახალხო მოძრაობა, რომელიც უკვდავჰყოფს გმირების ხსოვნას.

გულბაათ რცხილაძემ განაცხადა, რომ „საიტი უკვე მზად არის, იგი გაშვებულ იქნა ამა წლის 9 მაისის წინ, სატესტო რეჟიმში რამდენიმე მასალა გამოვაქვეყნეთ. ამჟამად გვერდმა უკვე მიიღო ფორმა, განსაზღვრულია ძირითადი რუბრიკები. მასალები გამოქვეყნდება ენციკლოპედიური მონაცემების საფუძველზე; ყველაზე უფრო პრეტენზიულმა მეცნიერმაც უნდა აღიაროს, რომ ჩვენთან გამოქვეყნებული მასალები სწორია და უტყუარი. ეს ყველაფერი დიდ სამამულო ომში საქართველოსა და ქართველების როლის აქცენტირებით მოხდება“.

პროექტის ავტორის თქმით, შეკრებილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოციალურ ქსელებში ამ რესურსის პოპულარიზაციაზე მუშაობს, ვინაიდან მხოლოდ ვებ-გვერდის შექმნა საკმარისი არ არის, საჭიროა მისი პოპულარიზაცია – მიიჩნევს რცხილაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ქართველი პოლიტიკოსების წარუმატებელი რუსული ტანგო

შაბ ოქტ 17 , 2020
88 Viewsქართულ-რუსულ ურთიერთობებს ისედაც ბევრი მტერი ჰყავს – ლიბერალ-ფაშისტები, ვითომ-ეროვნულები, ამერიკის, თურქეთის თუ კიდევ სხვა ქვეყნების ღია და შენიღბული აგენტები… ვითომ ესენი არ ეყოფოდნენ ისედაც გაფუჭებულ საქმეს, რომ მათ „მზრუნველებიც“ არ დამატებოდნენ – პოლიტიკოსების ის კატეგორია, რომელთაც გაჯერებულ პოლიტიკურ ბაზარზე ასათვისებელი ნიშა რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების დალაგებაში დაინახეს. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვისაც ამ საქმის დღემდე გულწრფელად სჯერა და ემსახურება […]

mediapress.ge@gmail.com