„საქართველოდან სომხეთში იარაღი კონტრაბანდული გზით შედის“ – ალიევი

1,026 წაკითხვა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა 16 ოქ­ტომ­ბერს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა თურ­ქუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის А-Haber-ის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით და­წყე­ბულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ზე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რობს.

თურ­ქი ჟურ­ნა­ლის­ტის ერთ-ერთი კი­თხვა სომ­ხე­თის­თვის ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დულ მი­წო­დე­ბას ეხე­ბო­და.

– ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დრო­ი­დან სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვებს მუდ­მი­ვად მი­აქვთ რა­კე­ტე­ბი სომ­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ერევ­ნის აე­რო­პორ­ტში. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. თქვენ ამის თა­ო­ბა­ზე ირა­ნის პრე­ზი­დენტს რო­უ­ჰა­ნი­საც ესა­უბ­რეთ…

– ჩვენ არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს ირა­ნი­დან სომ­ხეთ­ში ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. პი­რი­ქით – შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ირან­მა და სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­ან­თი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და სახ­მე­ლე­თო გზე­ბი და­ხუ­რეს სომ­ხეთ­ში ია­რა­ღის გა­და­სა­ზი­დად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ კი­დევ ერთხელ ვუხ­დით მად­ლო­ბას ირანს და სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ია­რაღს გზავ­ნი­ან კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ასე­ვე სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბით.

ამბები

Next Post

„უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს“ - რა მოხდა ხატია დეკანოიძის ოფისში

კვი ოქტ 18 , 2020
1,026 წაკითხვახატია დეკანოიძის პოსტის ფეისბუქში: „ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ. უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო გაიქცა. უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია ვინც შეაღწევდა და რისთვის. ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი“.

შესაძლოა მოგეწონოთ